https://sputnik-georgia.com/20260901/wanderlust-saqartvelo-sauketeso-mimartulebebs-shoris-daasaxela-300391853.html
Wanderlust-მა საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა
Wanderlust-მა საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა
Sputnik საქართველო
პოპულარულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine სექტემბერში სამოგზაუროდ 20 საუკეთესო მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის საქართველოცაა. 01.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-01T16:54+0400
2026-09-01T16:54+0400
2026-09-01T16:54+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23376/70/233767055_0:77:1501:921_1920x0_80_0_0_02604ae55a95dc7a59bd9e286e99017a.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. პრესტიჟულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემა Wanderlust Magazine-მა სექტემბერში სამოგზაუროდ 20 საუკეთესო ტურისტული მიმართულება დაასახელა - ჩამონათვალში საქართველო მეექვსე ადგილზეა.საქართველო სექტემბრის ტოპ-20 მიმართულების სიაში ისეთ წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან ერთად დასახელდა, როგორიცაა იაპონია, კანადა, არგენტინა, პორტუგალია, ჩინეთი და გერმანია.პუბლიკაციაში ავტორი მომხმარებლებს საქართველოში სამოგზაუროდ წასვლას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდს — georgia.travel, სადაც ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. ავტორი მოგზაურობის მოყვარულთ ურჩევს, ეწვიონ როგორც თბილისს, ისე მცხეთას, ბათუმსა და ქუთაისს.გამოცემის შეფასებით, სექტემბერი იდეალური დროა მათთვის, ვინც ეძებს ახალ შთაბეჭდილებებსა და მრავალფეროვან თავგადასავლებს.Wanderlust Magazine — ბრიტანული დამოუკიდებელი ტურისტული ჟურნალია, რომელიც 1993 წელს დაარსდა. გამოცემა სპეციალიზდება მოგზაურობაზე, ბუნებაზე, კულტურაზე, ისტორიაზე, თავგადასავლებსა და ნაკლებად ცნობილ ტურისტულ მიმართულებებზე. ჟურნალი და მისი ვებგვერდი ხელმისაწვდომია 70-ზე მეტ ქვეყანაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23376/70/233767055_84:0:1415:998_1920x0_80_0_0_c83a5eca63157b3f8e9a242b1a59f321.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
Wanderlust-მა საქართველო მსოფლიოს საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა
პოპულარულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემამ Wanderlust Magazine სექტემბერში სამოგზაუროდ 20 საუკეთესო მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის საქართველოცაა.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. პრესტიჟულმა საერთაშორისო ტურისტულმა გამოცემა Wanderlust Magazine-მა სექტემბერში სამოგზაუროდ 20 საუკეთესო ტურისტული მიმართულება დაასახელა - ჩამონათვალში საქართველო მეექვსე ადგილზეა.
საქართველო სექტემბრის ტოპ-20 მიმართულების სიაში ისეთ წამყვან ტურისტულ ქვეყნებთან ერთად დასახელდა, როგორიცაა იაპონია, კანადა, არგენტინა, პორტუგალია, ჩინეთი და გერმანია.
პუბლიკაციაში ავტორი მომხმარებლებს საქართველოში სამოგზაუროდ წასვლას ურჩევს და მიუთითებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდს — georgia.travel, სადაც ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. ავტორი მოგზაურობის მოყვარულთ ურჩევს, ეწვიონ როგორც თბილისს, ისე მცხეთას, ბათუმსა და ქუთაისს.
„გაემგზავრეთ დასავლეთ საქართველოში ქუთაისის გასაცნობად ან პრომეთეს მღვიმის გამოსაკვლევად. შეიგრძენით ადგილობრივი კოლორიტი სვანეთის მაღალმთიან რეგიონში, მოგზაურობა კი დაასრულეთ ქართული სამზარეულოსა და სასმელის გაცნობით და შავი ზღვის სანაპიროზე რამდენიმე მშვიდი დღის გატარებით“, — ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის შეფასებით, სექტემბერი იდეალური დროა მათთვის, ვინც ეძებს ახალ შთაბეჭდილებებსა და მრავალფეროვან თავგადასავლებს.
Wanderlust Magazine — ბრიტანული დამოუკიდებელი ტურისტული ჟურნალია, რომელიც 1993 წელს დაარსდა. გამოცემა სპეციალიზდება მოგზაურობაზე, ბუნებაზე, კულტურაზე, ისტორიაზე, თავგადასავლებსა და ნაკლებად ცნობილ ტურისტულ მიმართულებებზე. ჟურნალი და მისი ვებგვერდი ხელმისაწვდომია 70-ზე მეტ ქვეყანაში.