ვანში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

© Sputnik / Levan Avlabreliგოჭები
გოჭები - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორი დააჯარიმა და შეუჩერა საწარმოო პროცესი.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა სოფელ ნასაკირალში შპს ,,შუამთა“ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შეამოწმეს.
„ინსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.
ყველა ახალი ამბავი
0