მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპი: ირანთან ომზე ცოტა ფული დაიხარჯა, უკრაინაზე კი – 300 მლრდ დოლარზე მეტი

© photo: Sputnik / Сергей Булкин / POOL / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
ამერიკის პრეზიდენტმა თეირანთან შეიარაღებული დაპირისპირების ხარჯები კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობას შეადარა
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ჯო ბაიდენმა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„ახლა უკრაინას მეც ვეხმარები, მაგრამ მათ ამაში ფული უნდა გადაიხადონ. ამისთვის ევროპაც იხდის“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
მან მედია დაარწმუნა, რომ ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები „შედარებით მცირე ომია“. მისი თქმით, სერიოზული ხარჯები სწორედ უკრაინაზე მოდის.
„სინამდვილეში, ეს ფული საბრძოლო მასალის შესასყიდად დაიხარჯა, თუკი დეფიციტზე ვისაუბრებთ. ჩვენ გვაქვს საშუალო და უფროსი „თაობის“ საბრძოლო მასალის უზარმაზარი, შეუზღუდავი რაოდენობა. ისინიც ძალიან მძლავრია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ირანზე საუბრისას მან გამორიცხა ამ ქვეყანაზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა და ამის შესახებ დასმულ კითხვას „სულელური“ უწოდა.
ივნისში ამერიკული პორტალი Iran War Cost Tracker-ი იუწყებოდა, რომ ირანის წინააღმდეგ კამპანიაზე 113,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ამ დროისთვის პორტალი აჩვენებს, რომ საერთო თანხამ უკვე გადააჭარბა 225 მილიარდს (თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის ყველა ქმედებას ირანის წინააღმდეგ 2024 წლის აპრილიდან). თითოეულ ამერიკელ გადამხდელზე აქედან 1,5 ათასი დოლარი მოდის.
როგორც პორტალის ავტორები განმარტავენ, ყველა მონაცემს ისინი ღია წყაროებიდან იღებენ. საიტზე განთავსებული შენიშვნა მიუთითებს, რომ აშშ-ის მთავრობა ზუსტ თანხებს არ ასაჯაროვებს.
ყველა ახალი ამბავი
0