https://sputnik-georgia.com/20260901/saqartvelom-portugalia-daamarcxa-300380091.html
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად პორტუგალია დაამარცხა
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად პორტუგალია დაამარცხა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს საბერძნეთში 26 ნოემბერს გამართავს 01.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-01T10:27+0400
2026-09-01T10:27+0400
2026-09-01T10:27+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/03/297412472_0:20:2048:1172_1920x0_80_0_0_647c7d41f9b0bcdab35811f73059b3bf.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა და მეტოქე ანგარიშით – 98:90 დაამარცხა.აღნიშნულ შეხვედრამდე პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებებს ჯგუფში 4-4 მოგება ჰქონდათ. ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან.შეხვედრის პირველ ნახევარში პორტუგალია ანგარიშით 22:11 დაწინაურდა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა სტაბილური თამაშის წყალობით სხვაობა თანდათან შეამცირა და პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, მამუკელაშვილის სამქულიანის შემდეგ, ანგარიში 41:42 გახდა.შეხვედრის მეორე ნახევარში, რატი ანდრონიკაშვილის ჩაჭრის, მისივე სამქულიანისა და სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი შეტევის (+საჯარიმო) შემდეგ, საქართველოს ნაკრები წინ გავიდა – 57:52. მეოთხე მეოთხედის წინ საქართველო ანგარიშით 70:66 ლიდერობდა.ისევე როგორც მონტენეგროსთან მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში აგრესიულობას უმატა, ხოლო შეტევაში ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა. პორტუგალიელები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ და მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე საქართველო ანგარიშით 87:71 დაწინაურდა.შეხვედრის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულაა.ამავე ჯგუფში ათენში საბერძნეთის ნაკრებმა დამატებით დროში დაამარცხა ესპანეთი – 108:106.დაგეგმილი შეხვედრები:26 ნოემბერი, 202629 ნოემბერი, 202626 თებერვალი, 20271 მარტი, 2027
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/03/297412472_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_6b454fb4c18236adec8ed106a9746043.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად პორტუგალია დაამარცხა
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს საბერძნეთში 26 ნოემბერს გამართავს
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა და მეტოქე ანგარიშით – 98:90 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრამდე პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებებს ჯგუფში 4-4 მოგება ჰქონდათ. ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტები არიან.
შეხვედრის პირველ ნახევარში პორტუგალია ანგარიშით 22:11 დაწინაურდა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა სტაბილური თამაშის წყალობით სხვაობა თანდათან შეამცირა და პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, მამუკელაშვილის სამქულიანის შემდეგ, ანგარიში 41:42 გახდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში, რატი ანდრონიკაშვილის ჩაჭრის, მისივე სამქულიანისა და სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი შეტევის (+საჯარიმო) შემდეგ, საქართველოს ნაკრები წინ გავიდა – 57:52. მეოთხე მეოთხედის წინ საქართველო ანგარიშით 70:66 ლიდერობდა.
ისევე როგორც მონტენეგროსთან მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში აგრესიულობას უმატა, ხოლო შეტევაში ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა. პორტუგალიელები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ და მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე საქართველო ანგარიშით 87:71 დაწინაურდა.
შეხვედრის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 22 ქულაა.
ამავე ჯგუფში ათენში საბერძნეთის ნაკრებმა დამატებით დროში დაამარცხა ესპანეთი – 108:106.