მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა გაეროს ეფექტურობის ასამაღლებლად ძალისხმევის გაწევისკენ მოუწოდა

© Mikheil Kavelashvili გაეროს დროშა
გაეროს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ გაერო უნდა მოერგოს ცვალებად რეალობას, გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მომხდარ ფუნდამენტურ ცვლილებებს.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოტენციალი სრულად არ არის რეალიზებული, ორგანიზაციის ეფექტურობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი ძალისხმევის გაწევა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია პლუს“ (SCO+) ფორმატში გამართულ შეხვედრაზე. ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
„გაეროს პოტენციალი ჯერ კიდევ შორს არის რეალიზებისგან. მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაწევა მისი ორგანოების, მათ შორის უშიშროების საბჭოს, წარმომადგენლობითობის გაფართოების მიზნით - გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ხარჯზე", - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ზოგადად, გაერო უნდა მოერგოს ცვალებად რეალობას, გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მომხდარ ფუნდამენტურ ცვლილებებს.
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გაერომ ცენტრალური როლი უნდა ითამაშოს გლობალურ საქმეებში, ამასთან, გაეროს წესდება უნდა დარჩეს საერთაშორისო სამართლის საკვანძო წყაროდ.
„მსოფლიო ორგანიზაციამ, უდავოა, უნდა შეინარჩუნოს ინტერესთა შეთანხმების მთავარი მექანიზმის ფუნქცია: სწორედ ამ მიზნით შეიქმნა იგი თავიდანვე - როგორც ინტერესთა შეთანხმების მექანიზმი“, - აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი გაეროს მუშაობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის, თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო, პრაქტიკულად, საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების დღიდან.
ყველა ახალი ამბავი
0