„მიცვალებულთა განწმენდის“ რიტუალი კუნძულ სულავესიზე
„მიცვალებულთა განწმენდის“ რიტუალი კუნძულ სულავესიზე
Sputnik საქართველო
ტორაჯას ხალხი ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე ცხოვრობს და, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არიან, ისინი სიკვდილთან დაკავშირებულ უძველეს ტრადიციებს ინარჩუნებენ. 01.09.2026-ს, Sputnik საქართველო
აქ გარდაცვლილს შეიძლება წლობით ინახავდნენ სახლში და მას მიცვალებულად კი არა, ავადმყოფად ან მძინარედ მიიჩნევდნენ. ნათესავები ელიან შესაძლებლობას, რომ გადაიხადონ პომპეზური დაკრძალვა, რომელიც ადამიანის იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადასვლის უმნიშვნელოვანეს ნაწილად ითვლება. ამის გამო ოჯახები ხშირად ვალებშიც კი ვარდებიან.უფროსებს გამოქვაბულებში კრძალავენ, ხოლო ჩვილებს ხეების სპეციალურ ღრუებში ათავსებენ. თუმცა გარდაცვლილებთან კავშირი ამით არ სრულდება.ორ ან სამ წელიწადში ერთხელ ნათესავებს გამოაქვთ ნეშტი, ასუფთავებენ მას, აცმევენ ახალ ტანსაცმელს, მიაქვთ საჭმელი და სიგარეტი, ესაუბრებიან და ოჯახურ ფოტოებსაც იღებენ. რიტუალის დასრულების შემდეგ ნეშტს უკან აბრუნებენ.ტორაჯას ხალხისთვის სიკვდილი ახლობლებთან საბოლოო დამშვიდობებას არ ნიშნავდა.
ტორაჯას ხალხი ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე ცხოვრობს და, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები არიან, ისინი სიკვდილთან დაკავშირებულ უძველეს ტრადიციებს ინარჩუნებენ.
აქ გარდაცვლილს შეიძლება წლობით ინახავდნენ სახლში და მას მიცვალებულად კი არა, ავადმყოფად ან მძინარედ მიიჩნევდნენ. ნათესავები ელიან შესაძლებლობას, რომ გადაიხადონ პომპეზური დაკრძალვა, რომელიც ადამიანის იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადასვლის უმნიშვნელოვანეს ნაწილად ითვლება. ამის გამო ოჯახები ხშირად ვალებშიც კი ვარდებიან.
უფროსებს გამოქვაბულებში კრძალავენ, ხოლო ჩვილებს ხეების სპეციალურ ღრუებში ათავსებენ. თუმცა გარდაცვლილებთან კავშირი ამით არ სრულდება.
ორ ან სამ წელიწადში ერთხელ ნათესავებს გამოაქვთ ნეშტი, ასუფთავებენ მას, აცმევენ ახალ ტანსაცმელს, მიაქვთ საჭმელი და სიგარეტი, ესაუბრებიან და ოჯახურ ფოტოებსაც იღებენ. რიტუალის დასრულების შემდეგ ნეშტს უკან აბრუნებენ.
ტორაჯას ხალხისთვის სიკვდილი ახლობლებთან საბოლოო დამშვიდობებას არ ნიშნავდა.