კონკურენციის სააგენტომ კომპანია „თამოსკინი“ დააჯარიმა

© AFP 2024 / Kim Jae-Hwanტუჩსაცხი
ტუჩსაცხი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
სააგენტოს განმარტებით მოვაჭრემ სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქცია იქნა გამოყენებული
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შპს „თამოსკინი“ ქართული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც დააფუძნა მოდელმა და ტელესახემ თამო ვაშალომიძემ. კომპანია აწარმოებს და ყიდის კანის მოვლისა და დეკორატიულ კოსმეტიკურ საშუალებებს (მაგალითად: მზისგან დამცავი კრემები, C ვიტამინის შრატები, გამწმენდები და სხვა).
სააგენტოს ინფორმაციით, საქმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოვაჭრემ დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „თამოსკინს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლება აღედგინა.
„მოვაჭრემ სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქცია იქნა გამოყენებული“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სააგენტომ გაითვალისწინა მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაანგარიშებული ჯარიმის ოდენობამ 3 ლარი შეადგინა.
„შესაბამისად, შპს „თამოსკინისთვის“ დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა 600 ლარით განისაზღვრა. ჯარიმის დაკისრება შპს „თამოსკინს“ სააგენტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან არ ათავისუფლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2 პროცენტის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0