https://sputnik-georgia.com/20260901/kircxalia-islandiashi-chatarebul-reperendums-exmaureba-300392756.html
სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება: კირცხალია ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმს ეხმაურება
სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება: კირცხალია ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმს ეხმაურება
Sputnik საქართველო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების... 01.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-01T17:37+0400
2026-09-01T17:37+0400
2026-09-01T17:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ისლანდია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0e/300125110_0:183:3072:1911_1920x0_80_0_0_8529dff611ed3694416dd6e8cd611587.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ისლანდიის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე, განვითარებული და სუვერენული ქვეყნის ნაბიჯია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა - გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეთა 52,8%-მა მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, არის ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც სჭირდება მდგრადი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები და არა მოწყვლადი ქვეყნები.მისი თქმით, ოპონენტების განცხადებები იმის შესახებ, თითქოს საქართველო ეკონომიკურად მოწყვლადი უნდა გახდეს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა მიიღოს, სიმართლეს არ შეესაბამება.„ჩვენი ე.წ. ოპონენტები გვეუბნებიან, რომ თითქოს ქვეყანა დანგრეულია, ეკონომიკა დანგრეული და როცა ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი იქნება, მაშინ უნდა გაგვიღონ ევროკავშირის კარი. ფაქტია, რომ რეალობაში ეს ასე არ მოქმედებს“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ისლანდია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/0e/300125110_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_30445ae8c1eb8f63cb95119cb8073cb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ისლანდია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ისლანდია, ახალი ამბები
სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება: კირცხალია ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმს ეხმაურება
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ისლანდიის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე, განვითარებული და სუვერენული ქვეყნის ნაბიჯია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა - გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეთა 52,8%-მა მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
„ისლანდიაში საზოგადოებამ, ალბათ, შეისწავლა დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელსაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა", - განაცხადა კირცხალიამ.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, არის ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც სჭირდება მდგრადი და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები და არა მოწყვლადი ქვეყნები.
მისი თქმით, ოპონენტების განცხადებები იმის შესახებ, თითქოს საქართველო ეკონომიკურად მოწყვლადი უნდა გახდეს, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა მიიღოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენი ე.წ. ოპონენტები გვეუბნებიან, რომ თითქოს ქვეყანა დანგრეულია, ეკონომიკა დანგრეული და როცა ჩვენი ქვეყანა მოწყვლადი იქნება, მაშინ უნდა გაგვიღონ ევროკავშირის კარი. ფაქტია, რომ რეალობაში ეს ასე არ მოქმედებს“, — განაცხადა პოლიტიკოსმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.