დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია, რეგლამენტის თანახმად, 1-ელ სექტემბერს გაიხსნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. ამ სასესიო კვირაში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა გაიმართება.
„რაც შეეხება გრაფიკს მთლიანობაში, ხვალ ჩვენ საშემოდგომო სესიას გავხსნით. იქნება პოლიტიკური განცხადებები. რაც შეეხება კანონპროექტებს, ვნახოთ, რა იქნება ხვალ, ბიუროს სხდომა 11:45 საათზეა ჩანიშნული. ვვარაუდობ, რომ მიმდინარე სესიაზე ერთი დღე დაგვჭირდება. პლენარული სხდომა მხოლოდ ხვალ გვექნება, ვინაიდან კანონპროექტები ამ დროისთვის განსახილველად არ ყოფილა წარმოდგენილი“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დეპუტატები „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ კანონში” დაგეგმილი ცვლილებების განხილვას გეგმავდნენ, თუმცა შესაბამისი კანონპროექტი უკან იქნა გაწვეული.
აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა რეგიონული განვითარების სამინისტროს ბაზაზე იქმნებოდა. ამავე პროექტში იყო ასახული სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის გაუქმება.
თუმცა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, აღარ შეიქმნება - მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ხელისუფლებამ ამ იდეაზე უარი თქვა.
ყველა ახალი ამბავი
0