https://sputnik-georgia.com/20260901/dgeidan-mtknari-sasmeli-cklis-chaburgilebis-agricxvis-regulacia-amoqmedda-300398715.html
დღეიდან მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა
დღეიდან მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა
Sputnik საქართველო
ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. 01.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-01T21:28+0400
2026-09-01T21:28+0400
2026-09-01T21:28+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0c/278488000_0:36:2048:1188_1920x0_80_0_0_b1497e0f48964c073b81c5c15963ff21.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ახალი წესი საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით დამტკიცდა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს განსაზღვრავს.დადგენილება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია - რეგულაციის მიზანია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის საჭირო მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა.რეგულაციის თანახმად, რომელიც მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ან გეგმავს მოაწყოს ჭაბურღილი მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებლად, ვალდებულია გაიაროს სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურა.ჭაბურღილების რეგისტრაციისას სავალდებულოა ზუსტი გეოგრაფიული მონაცემების (GPS კოორდინატების UTM WGS 1984 სისტემაში) მითითება.დადგენილების თანახმად, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება მონაცემთა ჰიდროგეოლოგიური ბაზა, რომელიც პერიოდულად განახლდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0c/278488000_89:0:2020:1448_1920x0_80_0_0_2c42ac436d82a0a63c235016d7e0d1fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კანონმდებლობა, ახალი ამბები
დღეიდან მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა
ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახალი წესი საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით დამტკიცდა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს განსაზღვრავს.
დადგენილება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია - რეგულაციის მიზანია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის საჭირო მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა.
რეგულაციის თანახმად, რომელიც მომზადდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც იყენებს ან გეგმავს მოაწყოს ჭაბურღილი მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებლად, ვალდებულია გაიაროს სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურა.
ჭაბურღილების რეგისტრაციისას სავალდებულოა ზუსტი გეოგრაფიული მონაცემების (GPS კოორდინატების UTM WGS 1984 სისტემაში) მითითება.
„ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგს, არსებული მდგომარეობის შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დადგენილების თანახმად, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება მონაცემთა ჰიდროგეოლოგიური ბაზა, რომელიც პერიოდულად განახლდება.