საგარეო უწყება მოსკოვის სამგზავრო ავტობუსში მყოფ ქართველებზე ინფორმაციას იძიებს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან სატვირთო მანქანას შეეჯახა, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 38 ადამიანი.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. თბილისი-მოსკოვის სამგზავრო ავტობუსში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით ყველა ღონისძიებას რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან სატვირთო მანქანას შეეჯახა, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 38 ადამიანი.
„რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით”, -აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა.
მედიის ცნობით, რუსეთში, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან, საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა - შემთხვევა 30 აგვისტოს გვიან ღამით, ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“ (დასახლება ინოზემცევოს რაიონში) მოხდა.
წინასწარი ვერსიით, ავტობუსის (Setra) მძღოლმა ვერ დაიცვა უსაფრთხო დისტანცია და სიჩქარე, რის გამოც შეეჯახა წინ მიმავალ სატვირთოს და ხევში გადავარდა. ავტობუსში სულ 43 ადამიანი იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0