მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რა საკითხებია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დღის წესრიგში?

© photo: Sputnik / Bolat Shaikhinovშანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დროშა
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
SCO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა საბჭოს სხდომა 1-ელ სექტემბერს ბიშკეკში გაიმართება.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) მომავალი სამიტის დღის წესრიგის ნაწილია, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა, რომლის სიტყვებიც მოყვანილია „Юнашев Live“-ის Telegram-არხზე.
დმიტრიევის თქმით, SCO რუსეთის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ SCO-ს დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, არის ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოება, სადაც რუსეთი აბსოლუტურად საკვანძო როლს ასრულებს მსოფლიოში“, — განაცხადა დმიტრიევმა.
მისი თქმით, გასულ წელს რუსეთიდან SCO-ს ქვეყნებში სურსათის მიწოდება 17%-ით გაიზარდა.
„ამიტომაც, რა თქმა უნდა, გავზრდით საინვესტიციო პაკეტებს და სულ უფრო მეტ ერთობლივ პროექტს განვახორციელებთ SCO-ს ქვეყნებთან, რომლებიც ორიენტირებულია ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობაზე“, — დაასკვნა დმიტრიევმა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს, 31 აგვისტოს, ყირგიზეთში ჩავიდა, სადაც ბიშკეკში, SCO-ს სამიტის ფარგლებში, მოლაპარაკებებს გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. SCO-ს წევრი ქვეყნების ლიდერთა საბჭოს სხდომა 1-ელ სექტემბერს ბიშკეკში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0