https://sputnik-georgia.com/20260831/penitenciuri-samsaxuri-garibashviltan-dakavshirebit-ganmartebas-aketebs-300375936.html
პენიტენციური სამსახური: ღარიბაშვილთან შვილების პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა
პენიტენციური სამსახური: ღარიბაშვილთან შვილების პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა
Sputnik საქართველო
ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია. 31.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-31T20:57+0400
2026-08-31T20:57+0400
2026-08-31T20:57+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
ირაკლი ღარიბაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042588_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_328fe243227282b3b1df62b26f1d6859.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა, ასე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შვილებთან ჩანიშნული პაემანის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა" ადვოკატ ლილი გელაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გასულ კვირას ექს-პრემიერს შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია.24 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრებისთვის პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი - ქრთამის აღება - წარუდგინა. ყოფილ მთავრობის მეთაურს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 ათასი ლარი აიღო, საერთო ჯამში კი სახელმწიფოს 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.ღარიბაშვილის ძველი საქმესაქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა გამოძიებასთან, რომ 2019-დან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, იგი ფარულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო. საუბარია დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის გათეთრებაზე.ჩხრეკის დროს ამოიღეს ნაღდი ფული, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები.ღარიბაშვილის საქმე სასამართლომდე არ მოსულა. 2026 წლის იანვარში, დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, მან პროკურატურასთან საპროცესო გარიგება დადო, აღიარა ფულის გათეთრების ბრალდება და დათანხმდა ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმას.გარდა ამისა, ღარიბაშვილს ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა სახელმწიფოს შემოსავალში აისახა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042588_42:0:1181:854_1920x0_80_0_0_15776e5a69cea22b0f18152d97dd4146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ირაკლი ღარიბაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, ირაკლი ღარიბაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური: ღარიბაშვილთან შვილების პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა
ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა, ასე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შვილებთან ჩანიშნული პაემანის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა" ადვოკატ ლილი გელაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გასულ კვირას ექს-პრემიერს შვილებთან ჩანიშნული პაემანი გაუუქმეს.
„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
ადვოკატ ლილი გელაშვილის ინფორმაციით, პაემნის გაუქმების მიზეზი უცნობია.
24 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრებისთვის პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი - ქრთამის აღება - წარუდგინა. ყოფილ მთავრობის მეთაურს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.
უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 ათასი ლარი აიღო, საერთო ჯამში კი სახელმწიფოს 6.985,255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა გამოძიებასთან, რომ 2019-დან 2024 წლამდე, თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მუშაობისას, იგი ფარულად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო. საუბარია დაახლოებით 5 მილიონი ლარის უკანონო შემოსავლის გათეთრებაზე.
ჩხრეკის დროს ამოიღეს ნაღდი ფული, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები.
ღარიბაშვილის საქმე სასამართლომდე არ მოსულა. 2026 წლის იანვარში, დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, მან პროკურატურასთან საპროცესო გარიგება დადო, აღიარა ფულის გათეთრების ბრალდება და დათანხმდა ხუთწლიან თავისუფლების აღკვეთას და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმას.
გარდა ამისა, ღარიბაშვილს ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობით მიღებული შემოსავალი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა სახელმწიფოს შემოსავალში აისახა.