https://sputnik-georgia.com/20260831/papuashvili-ucxoelebma-sakutari-marionetebis-xelisuplebashi-mokvana-ver-shezles-300372831.html
პაპუაშვილი: საქართველოში მარიონეტების ხელისუფლებაში მოყვანა ვერ შეძლეს
პაპუაშვილი: საქართველოში მარიონეტების ხელისუფლებაში მოყვანა ვერ შეძლეს
Sputnik საქართველო
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციის შეცდომების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის... 31.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-31T17:00+0400
2026-08-31T17:00+0400
2026-08-31T17:00+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496816_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_e8a1e4ba69446c3ef1b49b05c260b569.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და აშშ-ის წინა ადმინისტრაცია უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ შეძლეს საქართველოს ხელისუფლებაში თავიანთი მარიონეტების მოყვანა და იმით, რომ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება ქართველი ხალხის ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე - სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობით.მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კომპრომისზე არ წავა იმის სანაცვლოდ, რომ ვინმემ მის მიმართ კეთილგანწყობა გამოიჩინოს.„ეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ვინც შეეცდება, ჩვენი მოქალაქეების არჩევანში ხელები აფათუროს, ასეთი დამოკიდებულება გვექნება", - განაცხადა სპიკერმა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციის შეცდომების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყება.„მიუხედავად წინა ადმინისტრაციის მიერ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებული მავნე გადაწყვეტილებებისა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმების, არჩევნებში ჩარევის მცდელობის და ა.შ. ჩვენ მზად ვართ გადავშალოთ ეს ფურცელი და წინ გავიხედოთ იმ წინაპირობის საფუძველზე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით შეერთებული შტატების და, ზოგადად, ყველა იმ ქვეყნის კეთილსინდისიერი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ევროპელი ლიდერების მხრიდან სულ უფრო ხშირად ხდება საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკის გადააზრება.„ის, რასაც ბოლო დროს ვაკვირდებით, ვფიქრობ, არის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ საქართველოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გადააზრება. შესაძლოა, ზოგიერთებს ჰქონდათ იმედი, რომ შეძლებდნენ ქართველი ხალხის ნებაზე გავლენის მოხდენას, თუმცა ქართველი ხალხის პასუხი ძალიან მკაფიოა. ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო ხშირად ხდება საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადააზრება“, — ხაზგასმით აღნიშნა პაპუაშვილმა.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი გახდა საქართველოში მიღებული არაერთი კანონი, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496816_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_854e2592de3854a478e1d21a8b2ff76c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები
პაპუაშვილი: საქართველოში მარიონეტების ხელისუფლებაში მოყვანა ვერ შეძლეს
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციის შეცდომების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყება.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და აშშ-ის წინა ადმინისტრაცია უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ შეძლეს საქართველოს ხელისუფლებაში თავიანთი მარიონეტების მოყვანა და იმით, რომ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება ქართველი ხალხის ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე - სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობით.
„ამერიკის წინა ადმინისტრაციას სწყინდა, რომ აქ ხელისუფლებაში ის ხალხი არ აირჩეოდა, ვინც მისი ნების პირდაპირი შემსრულებლები იყვნენ. სამწუხაროდ, ასე სწყინს ევროპაში ზოგიერთ ხელისუფლებას, საქართველოში მათი მარიონეტები რომ არ არიან ხელისუფლებაში. პოლიტიკა, რომლითაც ცდილობდნენ ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება მოეხდინათ, არ მოქმედებს. ამიტომაც უნდა მიიღონ ქართველი ხალხის ნება, როგორიც არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კომპრომისზე არ წავა იმის სანაცვლოდ, რომ ვინმემ მის მიმართ კეთილგანწყობა გამოიჩინოს.
„ეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. ვინც შეეცდება, ჩვენი მოქალაქეების არჩევანში ხელები აფათუროს, ასეთი დამოკიდებულება გვექნება", - განაცხადა სპიკერმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციის შეცდომების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას სურს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყება.
„მიუხედავად წინა ადმინისტრაციის მიერ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებული მავნე გადაწყვეტილებებისა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმების, არჩევნებში ჩარევის მცდელობის და ა.შ. ჩვენ მზად ვართ გადავშალოთ ეს ფურცელი და წინ გავიხედოთ იმ წინაპირობის საფუძველზე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით შეერთებული შტატების და, ზოგადად, ყველა იმ ქვეყნის კეთილსინდისიერი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ევროპელი ლიდერების მხრიდან სულ უფრო ხშირად ხდება საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკის გადააზრება.
„ის, რასაც ბოლო დროს ვაკვირდებით, ვფიქრობ, არის სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების მიერ საქართველოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გადააზრება. შესაძლოა, ზოგიერთებს ჰქონდათ იმედი, რომ შეძლებდნენ ქართველი ხალხის ნებაზე გავლენის მოხდენას, თუმცა ქართველი ხალხის პასუხი ძალიან მკაფიოა. ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო ხშირად ხდება საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადააზრება“, — ხაზგასმით აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი გახდა საქართველოში მიღებული არაერთი კანონი, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.