მეცხოველეობა საქართველოში: ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Said Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიძროხები
ძროხები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
2026 წლის მეორე კვარტალში ხორცის წარმოება 12,9%-ით შემცირდა და 18,2 ათასი ტონა შეადგინა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 5,4%-ით შემცირდა და 820,8 ათასი სული შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკოს ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, ამ პერიოდში ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 380,4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 6,2%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში ღორის რაოდენობამ 171,9 ათასი სული შეადგინა, რაც 5,5 პროცენტით ნაკლებია 2025 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, ფრინველის რაოდენობა 4,8%-ით შემცირდა და 10,6 მილიონი ფრთა შეადგინა.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება
2026 წლის მეორე კვარტალში ხორცის წარმოება 12,9%-ით შემცირდა და 18,2 ათასი ტონა შეადგინა.
„საქსტატის" ცნობით, რძის წარმოებამ 168,8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე 8,9%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 178,2 მილიონი კვერცხი, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე 1,8%-ით ნაკლებია.
პირუტყვის ექსპორტი და იმპორტი
2026 წლის აპრილ-ივნისში საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 31,2 ათასი სული გავიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 46,5%-ით მეტია. ამავე დროს იმპორტი შემცირდა 37,5%-ით და 1,5 ათასი სული შეადგინა.
ღორის იმპორტი გაიზარდა 29,1%-ით და 52,8 ათასი სული შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული პროდუქციის ქსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0