https://sputnik-georgia.com/20260831/kompaniebma-momxmareblebs-kompensacia-gadauxades-300373517.html
დენი, წყალი, გაზი: აბონენტებს კომპენსაციის სახით თითქმის ნახევარი მლნ ლარი გადაუხადეს
დენი, წყალი, გაზი: აბონენტებს კომპენსაციის სახით თითქმის ნახევარი მლნ ლარი გადაუხადეს
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი კომპენსაცია ელექტროენერგიის მომხმარებლებზე გაიცა 31.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-31T18:13+0400
2026-08-31T18:13+0400
2026-08-31T18:13+0400
საქართველო
სემეკი
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/10/238921018_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_453b636446ea37e153596903c6909a5c.jpg
თბილისი, 31აგვისტო - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო 2026 წლის 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456,890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კომპენსაციების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის სექტორში გაიცა - 264,650 ლარი.წყალმომარაგების სექტორში გაცემული კომპენსაციების ოდენობამ 190,440 ლარი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის სექტორში - 1,800 ლარი. სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით. კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე: 16 216, ასევე უწყების „ფეისბუქ-გვერდზე". სემეკში განცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე იუსტიციის სახლების მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/10/238921018_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_82e3829868cf3c734b99a99f4862a89b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სემეკი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სემეკი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
დენი, წყალი, გაზი: აბონენტებს კომპენსაციის სახით თითქმის ნახევარი მლნ ლარი გადაუხადეს
ყველაზე მეტი კომპენსაცია ელექტროენერგიის მომხმარებლებზე გაიცა
თბილისი, 31აგვისტო - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო 2026 წლის 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456,890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარი-აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კომპენსაციების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის სექტორში გაიცა - 264,650 ლარი.
წყალმომარაგების სექტორში გაცემული კომპენსაციების ოდენობამ 190,440 ლარი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის სექტორში - 1,800 ლარი.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე.
სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე: 16 216, ასევე უწყების „ფეისბუქ-გვერდზე".
სემეკში განცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე იუსტიციის სახლების მეშვეობით.