კოდა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 7,8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© ministry of infrastructure of Georgiaგზის სარემონტო სამუშაოები
გზის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 7,8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
აღნიშნული მონაკვეთი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს აკავშირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების, ისე ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით.

„აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12,9 მლნ ლარამდეა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე ასევე მოეწყობა გადაკვეთები და მიერთებები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0