კალათბურთი: საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება

© Georgian Basketball Federationკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2026
გამოწერა
დღევანდელი მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.
მატჩი პორტუს გარეუბან მატოსინიოშში 31 აგვისტოს, თბილისის დროით 21:50 საათზე დაიწყება - გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
ორივე გუნდს მოგება-წაგებათა თანაბარი რაოდენობა აქვს (4/3), ორივემ გაიმარჯვა ბოლო ტურში: საქართველომ მონტენეგრო ანგარიშით 101:74 დაამარცხა, ხოლო პორტუგალიამ სტუმრად ესპანეთს სძლია – 95:89. შესაბამისად, დღევანდელი მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
1.
მარკის რიდი
2.
რატი ანდრონიკაშვილი
3.
გიორგი ოჩხიკიძე
4.
დუდა სანაძე
5.
კახაბერ ჯინჭარაძე
6.
ალექსანდრე ფევაძე
7.
სანდრო მამუკელაშვილი
8.
თორნიკე შენგელია
9.
გიორგი კორსანტია
10.
ალექსანდრე მერკვილაძე
11.
გიორგი ტურძილაძე
12.
გოგა ბითაძე.
ურთიერთშეხვედრები
პორტუგალიის ნაკრებს „ჯვაროსნები“ ექვსჯერ შეხვდნენ. ხუთი მოგება ჩვენი გუნდის მხარესაა, ერთადერთი წაგება პირველ მატჩზე მოდის, რომელიც 90-იან წლებში გაიმართა.
ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 2014 წელს შედგა. პორტუგალიელებმა საშინაო შეხვედრა მაღალ დონეზე დაიწყეს და 23 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება შეძლო და ოვერტაიმში 91:90 გაიმარჯვა. ზაზა ფაჩულიამ 25 ქულა ჩააგდო, თორნიკე შენგელიამ – 20.
მსოფლიო ჩემპიონატი 2027
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ევროპა: 12 ადგილი
ამერიკა: 7 ადგილი
აზია-ოკეანეთი: 7 ადგილი
აფრიკა: 5 ადგილი.
ყველა ახალი ამბავი
0