უეფას კონფერენსლიგა - ძირითად ეტაპზე თბილისის „იბერიის“ მეტოქეები გამოვლინდა

© Erovnuli Ligaთბილისის „იბერია“
თბილისის „იბერია“ - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2026
გამოწერა
ბოლოჯერ ქართულმა კლუბმა ევროთასის ძირითად ეტაპზე 2004 წელს იასპარეზა
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ უეფა-ს კონფერენსლიგის ტურნირზე ექვს მატჩს შემდეგ გუნდებთან გამართავს: „სენტ-ტრუიდენი“ (ბელგიაში), „მიალბი“ (შვედეთი), „კოპენჰაგენი“ (დანია), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „ჰეტაფე“ (ესპანეთი), „იაბლონეცი“ (ჩეხეთი).
კენჭისყრა მონაკოში 28 აგვისტოს გაიმართა.
ბოლოს ქართულმა კლუბმა ევროთასის ძირითად ეტაპზე 2004 წელს იასპარეზა - მაშინ „დინამო“ თბილისმა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. საქართველოს ჩემპიონი ტურნირს ბელგიურ „სენტ-ტრუიდენთან“ გასვლითი თამაშით გახსნის, ხოლო ძირითადი ეტაპის ბოლო მატჩს ჩეხეთში, „იაბლონეცის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ძირითად ეტაპზე 36 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 24 პლეიოფში განაგრძობს ბრძოლას.
„იბერიის“ თამაშების განრიგი:
I ტური, 15 ოქტომბერი, 23:00 საათი, „სენტ-ტრუიდენი“ (ბელგია) – „იბერია 1999“
II ტური, 22 ოქტომბერი, 20:45 საათი, „იბერია 1999“ – „მიალბი“ (შვედეთი)
III ტური, 5 ნოემბერი, 23:59 საათი, „კოპენჰაგენი“ (დანია) – „იბერია 1999“
IV ტური, 26 ნოემბერი, 21:45 საათი, „იბერია 1999“ – „ხეტაფე“ (ესპანეთი)
V ტური, 10 დეკემბერი, 21:45 საათი, „იბერია 1999“ – „ცრვენა ზვევდა“ (სერებეთი)
VI ტური, 17 დეკემბერი, 23:59 საათი, „იაბლონეცი“ (ჩეხეთი) – „იბერია 1999“
36 კლუბი დაიყო ექვს კალათად, თითოეულში ექვსი გუნდით. კალათები განისაზღვრა სეზონის დასაწყისში ჩამოყალიბებული უეფას საკლუბო რეიტინგის საფუძველზე.
თითოეული გუნდის მეტოქეები და მატჩების ჩატარების ადგილი (სახლში ან სტუმრად) წილისყრით განისაზღვრა. საბოლოოდ, თითოეულ კლუბს თითოეული კალათიდან თითო მეტოქე ერგო.
ყველა ახალი ამბავი
0