https://sputnik-georgia.com/20260830/lentexis-sofel-saydartan-droebit-xidze-transportis-gavladreidan-iqneba-sesazlebeli-300357305.html
ლენტეხის სოფელ საყდართან დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღეიდან იქნება შესაძლებელი
ლენტეხის სოფელ საყდართან დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღეიდან იქნება შესაძლებელი
Sputnik საქართველო
ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი. 30.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-30T13:25+0400
2026-08-30T13:25+0400
2026-08-30T13:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300352301_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_a06157d7548873f81db34a8e59d18f0e.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება - ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ხიდზე ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები.სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარმის დროებით ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა დღეს, დღის მეორე ნახევარში იგეგმება.პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით სამუშაოების მიმდინარეობას ხელმძღვანელობენ.ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილი შემოვლითი გზით გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.ახალი, კაპიტალური ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.„მიმდინარეობს ხიდის ბურჯების შევსება და მოაჯირების მოწყობა. კონტრაქტორის თქმით, დაახლოებით, 17:00 საათისთვის ხიდზე გავლა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა.28 აგვისტოს ღამით ძლიერი წვიმის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა, მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1d/300352301_200:0:1400:900_1920x0_80_0_0_3b55914bc090c0149553ae6130ab11da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, სვანეთი
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, სვანეთი
ლენტეხის სოფელ საყდართან დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღეიდან იქნება შესაძლებელი
ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება - ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ხიდზე ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარმის დროებით ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა დღეს, დღის მეორე ნახევარში იგეგმება.
პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით სამუშაოების მიმდინარეობას ხელმძღვანელობენ.
ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე მოწყობილი შემოვლითი გზით გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
ახალი, კაპიტალური ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.
„მიმდინარეობს ხიდის ბურჯების შევსება და მოაჯირების მოწყობა. კონტრაქტორის თქმით, დაახლოებით, 17:00 საათისთვის ხიდზე გავლა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა.
28 აგვისტოს ღამით ძლიერი წვიმის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა, მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო.