ჟინვალი-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

© photo: Sputnikჟინვალის გზაზე
ჟინვალის გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2026
გამოწერა
დეპარტამენტის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო აიკრძალა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდის შემდეგ) ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო აიკრძალა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0