მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინაში აღიარეს, რომ რუსული რეაქტიული დრონების საწინააღმდეგო ჩამჭერს ვერ აწარმოებენ

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკშიდრონი
დრონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველის თქმით, ჯერ კიდევ ზამთარში დაპირებული ჩამჭერი ზაფხულის ბოლოსთვისაც არ გამოჩენილა, ხოლო მისი გაცხადებული მახასიათებლები რუსული უპილოტო საფრენი აპარატების უფრო ძველ მოდელებსაც კი ჩამორჩება.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიების მხრივ რუსეთს ჩამორჩება და ჯერ კიდევ ვერ შეუმუშავებია ჩამჭერი რეაქტიული დრონების წინააღმდეგ, აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სერგეი ბესკრესტნოვი.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზამთრიდან მოყოლებული ელოდებიან ადგილობრივი მწარმოებლებისგან ჩამჭერ დრონებს.
„სამწუხაროდ, გამოწვევა მოსალოდნელზე უფრო რთული აღმოჩნდა. გავიდა მრავალი თვე და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის“, - ციტირებს ბესკრესტნოვს უკრაინის Радио NV.
მან დასძინა, რომ დაპირებული აპარატები, რომლებიც ჯერ კიდევ ზამთარში უნდა ყოფილიყო მზად, ზაფხულის ბოლოსთვისაც არ გამოჩენილა, ხოლო მათი გაცხადებული მახასიათებლები რუსული უპილოტო საფრენი აპარატების უფრო ძველ მოდელებსაც კი ჩამორჩება.
მანამდე დასავლურმა სპეციალიზებულმა მედიასაშუალებებმა იმის კონსტატაცია მოახდინეს, რომ უკრაინული ჩამჭერი დრონები ვერ უწევენ კონკურენციას თანამედროვე რუსულ რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატებს. კერძოდ, აღინიშნა, რომ არა მხოლოდ რუსული რაკეტების, არამედ უპილოტო საფრენი აპარატების ჩაჭერა უკრაინის ერთ-ერთ სუსტ წერტილად რჩება.
ივლისში უკრაინის რწმუნებულმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში, ვლადისლავ ვლასიუკმა აღიარა, რომ უკრაინა ვერ აწარმოებს ჩამჭერ დრონებს ჩქაროსნული სამიზნეებისათვის და მთლიანად არის დამოკიდებული საზენიტო რაკეტების დასავლურ მიწოდებებზე, რომლებიც ჩასაჭერად გამოდგება.
ყველა ახალი ამბავი
0