https://sputnik-georgia.com/20260829/saqartveloshi-ludis-moxmareba-istoriul-maqsimums-agwevs-300345071.html
კვლევა: საქართველოში ლუდის მოხმარება ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
კვლევა: საქართველოში ლუდის მოხმარება ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
Sputnik საქართველო
საშუალოდ, 2025 წელს საქართველოს 15 წელზე უფროსი ასაკის ერთმა მაცხოვრებელმა 45 ლიტრი ლუდი მოიხმარა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 46 ლიტრი იყო. 29.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-29T11:57+0400
2026-08-29T11:57+0400
2026-08-29T11:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23189/63/231896335_0:255:4896:3009_1920x0_80_0_0_0cf8c5a2deb1458d8d5136832e3470e9.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 2025 წელს საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია TBC Capital-ის კვლევაში.ანალიტიკოსების მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობამ 141 მილიონი ლიტრი ლუდი მოიხმარა, მაშინ როდესაც 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 138 მილიონი ლიტრი იყო.ამასთან, იმპორტირებული ლუდის მოხმარების წილი ერთი წლის განმავლობაში 12%-დან 16%-მდე გაიზარდა. 2025 წელს 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში, ერთმა ადამიანმა წელიწადში საშუალოდ 45 ლიტრი ლუდი მიიღო, 2024 წელს - 46 ლიტრი.საქართველოში ლუდი გერმანიიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შემოდის. ამასთან, საქართველო მის მიერ წარმოებულ ლუდს ყიდის ყაზახეთში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ისრაელში.2025 წელს ლუდის საშუალო საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და ლიტრზე 1,1 დოლარი შეადგინა, ისევე არ შეცვლილა იმპორტირებული ლუდის ფასი და ლიტრზე 1,2 დოლარი შეადგინა.ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია, რომ ძირითად ბაზრებზე, FMCG-ისა და HORECA-ს დარგებში მომდევნო წლებში მდგრადი ზრდის ტემპები შენარჩუნდება.რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, ექსპერტების თქმით, უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივი წარმოება სტაბილურად იზრდება ღირებულებითი თვალსაზრისით და, სავარაუდოდ, წელს ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს.უალკოჰოლო სასმელებზე შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად ადგილობრივი საწარმოების მიერ ხდება, რასაც ბოლო წლებში იმპორტის თითქმის უცვლელი მოცულობებიც ადასტურებს.უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2025 წელს 162,3 მილიონ ლიტრს მიაღწია.ქართული უალკოჰოლო სასმელების ძირითადი მომხმარებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სომხეთი და უზბეკეთი.რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უალკოჰოლო პროდუქცია რუსეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან და ავსტრიიდან შემოაქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23189/63/231896335_272:0:4624:3264_1920x0_80_0_0_54871b60bfd7dc6dc17700eae3ace4b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
კვლევა: საქართველოში ლუდის მოხმარება ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
საშუალოდ, 2025 წელს საქართველოს 15 წელზე უფროსი ასაკის ერთმა მაცხოვრებელმა 45 ლიტრი ლუდი მოიხმარა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 46 ლიტრი იყო.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. 2025 წელს საქართველოში ლუდის მოხმარებამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია TBC Capital-ის კვლევაში.
ანალიტიკოსების მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობამ 141 მილიონი ლიტრი ლუდი მოიხმარა, მაშინ როდესაც 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 138 მილიონი ლიტრი იყო.
ამასთან, იმპორტირებული ლუდის მოხმარების წილი ერთი წლის განმავლობაში 12%-დან 16%-მდე გაიზარდა. 2025 წელს 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში, ერთმა ადამიანმა წელიწადში საშუალოდ 45 ლიტრი ლუდი მიიღო, 2024 წელს - 46 ლიტრი.
„გაზრდილი შიდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმპორტირებულ ლუდზე, გამოხატულია იმპორტის მნიშვნელოვან ზრდასა და ექსპორტის შემცირებაში“, - ნათქვამია კვლევაში.
საქართველოში ლუდი გერმანიიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შემოდის. ამასთან, საქართველო მის მიერ წარმოებულ ლუდს ყიდის ყაზახეთში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ისრაელში.
2025 წელს ლუდის საშუალო საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და ლიტრზე 1,1 დოლარი შეადგინა, ისევე არ შეცვლილა იმპორტირებული ლუდის ფასი და ლიტრზე 1,2 დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია, რომ ძირითად ბაზრებზე, FMCG-ისა და HORECA-ს დარგებში მომდევნო წლებში მდგრადი ზრდის ტემპები შენარჩუნდება.
რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს, ექსპერტების თქმით, უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივი წარმოება სტაბილურად იზრდება ღირებულებითი თვალსაზრისით და, სავარაუდოდ, წელს ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
უალკოჰოლო სასმელებზე შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება ძირითადად ადგილობრივი საწარმოების მიერ ხდება, რასაც ბოლო წლებში იმპორტის თითქმის უცვლელი მოცულობებიც ადასტურებს.
უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2025 წელს 162,3 მილიონ ლიტრს მიაღწია.
ქართული უალკოჰოლო სასმელების ძირითადი მომხმარებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სომხეთი და უზბეკეთი.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უალკოჰოლო პროდუქცია რუსეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, უნგრეთიდან და ავსტრიიდან შემოაქვს.