სიბნელის მოყვარული ხელფრთიანები: სად ბინადრობენ ღამურები საქართველოში?

გამოწერა
საქართველოში ღამურების 28 სახეობა ბინადრობს (მათ ასევე ხელფრთიანებს უწოდებენ), რომლებიც ერთიანდებიან ორ ქვერიგში: ხილიჭამია ხელფრთიანები და მწერიჭამია ხელფრთიანები.
ღამურები გავრცელებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - სანაპირო რაიონებიდან
დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთამდე. დღისით ისინი მყუდრო ადგილებში იმალებიან, ღამით კი მწერებზე სანადიროდ გამოდიან.

მათი ძირითადი სამალავია გამოქვაბულები და მღვიმეები. საქართველოში ბევრი
კარსტული გამოქვაბულია, სადაც ღამურების დიდი კოლონიები ცხოვრობენ. ისინი ასევე ბინადრობენ კლდის ნაპრალებში, რადგან მთები მათ უამრავ ბუნებრივ თავშესაფარს სთავაზობს.

ღამურები ასევე ბუდობენ ხის ფუღუროებსა და ქერქის ქვეშ, ბინადრობენ მიტოვებული სახლების სხვენებში, შენობების სახურავების ქვეშ
და სარდაფებში.
ყველა ახალი ამბავი
0