მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთმა უკრაინაში ლოგისტიკური ცენტრები და პორტები დაბომბა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგამანადგურებელი Су-30СМ
გამანადგურებელი Су-30СМ - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
განადგურებულ სამიზნეებს შორისაა საწყობები Flamingo-ს ტიპის რაკეტების და FP-1/FP-2 ტიპის დრონების კომპონენტებით, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურა ისმაილსა და ნიკოლაევში, რომელიც სამხედრო ტვირთების გადმოტვირთვის გამოიყენებოდა
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. რუსეთის ჯარებმა ჯგუფური დარტყმები განახორციელეს უკრაინაში ლოჯისტიკური ცენტრებისა და საზღვაო პორტების მიმართულებით, განაცადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
კიევის რეგიონში განადგურებულ სამიზნეებს შორის იყო კომპლექსი FIM Service სოფელ ჩაიკაში, სადაც Flamingo-ს ტიპის რაკეტების კომპონენტები ინახებოდა; სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრის საბაჟო ტერმინალი სოფელ კალინოვკაში, სადაც დასავლეთის ქვეყნებიდან სამხედრო ტვირთი ნაწილდებოდა; კომპანია Fire Point-ის საწყობი სოფელ მილაიაში, სადაც FP-1/FP-2 ტიპის დრონების კომპონენტები და სასტარტო გამაძლიერებლები იყო განთავსებული.
ისმაილის პორტში დარტყმა განხორციელდა საწვავის ცისტერნების სადგომზე და საწვავ-საპოხი მასალების გადმოტვირთვის ადგილებზე. პორტ ნიკოლაევში განადგურებულია საზღვაო ტერმინალი და ლოჯისტიკური ცენტრები, რომლებიც სამხედრო ტვირთის გადმოსატვირთად გამოიყენებოდა, ასევე 18 საცავი აღჭურვილობით და საწვავის-საპოხი მასალების სამი საწყობი, რომლებიც განკუთვნილი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
რუსეთის არმია ბომბავს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებსა და სამეთაურო პუნქტებს, ასევე საწარმოებს, რომლებსაც მოწინააღმდეგე იყენებს ნატოს სპეციალისტებთან თანამშრომლობით. მებრძოლები იყენებენ დრონებს და შორ მანძილზე მოქმედ მაღალი სიზუსტის იარაღს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სამიზნის განადგურება როგორც კიევში, ასევე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
ყველა ახალი ამბავი
0