https://sputnik-georgia.com/20260829/mewyruli-procesebis-gamo-lentexi-mestiis-gza-daiketa-300350344.html
მეწყრული პროცესების გამო ლენტეხი-მესტიის გზა დაიკეტა
მეწყრული პროცესების გამო ლენტეხი-მესტიის გზა დაიკეტა
Sputnik საქართველო
ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან მეწყერმა ხიდი წაიღო 29.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-29T15:10+0400
2026-08-29T15:10+0400
2026-08-29T15:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
სვანეთი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184161_0:29:550:338_1920x0_80_0_0_93bfc92c95e1f0e21ac01077bfeba4d2.png
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ძლიერი წვიმის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა, მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო, იუწყება გზების დეპარტამენტი.ამ დროისთვის ლენტეხი-მესტიის მიმართულებით მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება დროებითი ხიდის მოწყობა.უწყების ცნობით, ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება.„სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184161_31:0:519:366_1920x0_80_0_0_c4a37f9855f8fbc41ca064e05243c05a.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, სტიქიური მოვლენები
მეწყრული პროცესების გამო ლენტეხი-მესტიის გზა დაიკეტა
15:10 29.08.2026 (განახლებულია: 15:54 29.08.2026) ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან მეწყერმა ხიდი წაიღო
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. ძლიერი წვიმის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა, მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო, იუწყება გზების დეპარტამენტი.
ამ დროისთვის ლენტეხი-მესტიის მიმართულებით მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.
ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება დროებითი ხიდის მოწყობა.
უწყების ცნობით, ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება.
„სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას