ეთერ ლიპარტელიანმა ლოზანაში „დიდი სლემის“ ისტორიაში პირველი ტურნირი მოიგო

© European Judo Unionეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
მოქმედმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა 57 კგ კატეგორიაში ფინალში ფრანგი სარა-ლეონი სისიქი ეფექტური იპონით დაამარცხა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ეთერ ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვება მოუტანა საქართველოს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით ისტორიაში პირველ გრანდ სლემის ტურნირზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 28-30 აგვისტოს მიმდინარეობს.
Vaudoise аréna-ზე მიმდინარე ტურნირში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 900-მდე სპორტსმენი, მათ შორის 300 პარასპორტსმენი მონაწილეობს.
შეჯიბრის პირველ დღეს, 57 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ეთერი ლიპარტელიანმა.
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ოლიმპიადის ბრინჯაოს პროზიორმა და პირველმა ქართველმა, რომელსაც ინდივიდუალურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული, ფინალში ფრანგი სარა-ლეონი სისიქი ეფექტური იპონით დაამარცხა.
ვერცხლი სისიკს ერგო, ბრინჯაო ამ კატეგორიაში ჯულია კარნამ (იტალია) და აიამი ტაკანომ (იაპონია) მოიპოვეს.
ლიპარტელიანი პირველი ქართველი ოლიმპიური ძიუდოისტის სოსო ლიპარტელიანის ძმისშვილია. 2025 წელს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2026 წელს კი ევროპის ჩემპიონი თბილისში.
ლოზანა IJF-ის მსოფლიო ტურნეს პირველი ღონისძიებაა, რომელსაც უმასპინძლა შვეიცარიამ და პირველი დიდი სლემია, რომელმაც ერთ ღონისძიებაში გააერთიანა ელიტარული სპორტსმენები და პარასპორტსმენები.
ყველა ახალი ამბავი
0