დუშეთის ერთ-ერთ სოფელში მეწყერი ჩამოწვა

© Baghdat'Is Raioni, Georgiaმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
ამჟამად სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში მეწყერი ჩამოწვა, ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, დატბორილია სახლები, განადგურებულია მოსავლის ნაწილი და დაზიანებულია გზები, მოსახლეობას დაუზიანდა საკარმიდამო ნაკვეთებიც.
ძლიერი წვიმის გამო ღამით მდინარე ადიდდა და მთაში დაგუბდა - ქვა-ღორღი მთიდან სოფელშია ჩამოტანილი. მოსახლეობა ღამით დახმარებას ითხოვდა, მაგრამ მაშველები მათთან დროულად მისვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა, რომელიც მათ უნდა გაევლოთ, ჩახერგილი იყო.
ამჟამად სოფლის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0