შიო მესამემ მრევლს მარიამობა მიულოცა და ქადაგებაში გარდაცვალების თემა განიხილა

შიო მესამე
შიო მესამე - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2026
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს მარიამობას – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას ზეიმობს.
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს მარიამობას – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას ზეიმობს. საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მიიჩნევა. გარდა ამისა, მართლმადიდბლურ რელიგიაში ღვთისმშობლის მიძინების დღე თორმეტი მთავარი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთია.
„გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედაღვთისამ დატოვა ისინი, მაგრამ დედა ღვთისმშობელს ადამიანები არ დავუტოვებია, აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქის თქმით, სიკვდილი არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ეს არის მესამე დაბადება ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში. როგორც ადამიანი ხორციელად იბადება ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის.
„ამ მესამე დაბადებისთვის ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვემზადებით ან საერთოდაც არ ვემზადებით. მესამე დაბადების გაუცნობიერების გამო მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური, შიში და ხშირად იმ ქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით. ძვირფასო დებო და ძმებო, დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე. დავფიქრდეთ ამ მესამე დაბადების თაობაზე, იმ დიდებულ წუთებზე, როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედაღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებში და წამებში“, - აღნიშნა შიო მესამემ
ყველა ახალი ამბავი
0