https://sputnik-georgia.com/20260828/saqartvelos-prezidentis-mier-sewyalebulebma-sapatimrobi-gusin-datoves-300331144.html
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს
Sputnik საქართველო
შეწყალებულთა შორის არიან საპროტექტო აქციებზე დაკავებული პირები, 28.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-28T09:35+0400
2026-08-28T09:35+0400
2026-08-28T10:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261367419_0:97:1280:817_1920x0_80_0_0_e897e2ad541a660b2244fe0c708a2b88.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს - მათ შორის არიან საპროტექტო აქციებზე დაკავებული პირები, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეიწყალა აქციებზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელმაც შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს 8 მაისს მიმართა. შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია. ასევე გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.არსებული ინფორმაციით, შეწყალებულია აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ასევე, ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა სიმონ მახარაძე და თორნიკე მჭედლიშვილიც, რომლებიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყვნენ დაკავებული.შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261367419_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2428ebf543ec0a4b6a48b502150fe7f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები გუშინ დატოვეს
09:35 28.08.2026 (განახლებულია: 10:21 28.08.2026) შეწყალებულთა შორის არიან საპროტექტო აქციებზე დაკავებული პირები,
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა საპატიმროები წუხელვე დატოვეს - მათ შორის არიან საპროტექტო აქციებზე დაკავებული პირები, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეიწყალა აქციებზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელმაც შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს 8 მაისს მიმართა. შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია. ასევე გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, შეწყალებულია აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ასევე, ახლობლების ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა სიმონ მახარაძე და თორნიკე მჭედლიშვილიც, რომლებიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყვნენ დაკავებული.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.