https://sputnik-georgia.com/20260828/kalatburti-saqartvelom-msoflio-cempionatis-sesarcev-etapze-montenegro-daamarcxa-300342922.html
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონტენეგრო დაამარცხა
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონტენეგრო დაამარცხა
Sputnik საქართველო
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. 28.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-28T22:29+0400
2026-08-28T22:29+0400
2026-08-29T09:09+0400
საქართველო
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262407394_0:0:2907:1635_1920x0_80_0_0_61bbbc968f6d03622b805cf552c94640.jpg
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველ მატჩში მონტენეგრო 101:74 დაამარცხა.ამ მოგებას კატარისკენ მიმავალ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს უკვე ოთხი მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს.საქართველო პირველივე წუთებიდან შეხვედრის ფავორიტი იყო, რადგან ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და შინ თამაშობდა. მონტენეგროელთა მთავარი ამოცანა საქართველოს ნაკრების ლიდერების შეჩერება იყო, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.თამაშის საუკეთესო მოთამაშე გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. ბითაძემ - 23 ქულა, მამუკელაშვილმა - 17, რიდმა - 12, ხოლო ანდრონიკაშვილმა 9 ქულა მიითვალა.საქართველო უპირატესობას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა. მონტენეგრო ჩამორჩენის შემცირებას ძირითადად სამქულიანებითა და შუა დისტანციიდან ჩაწოდებებით ცდილობდა, თუმცა მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს.პირველი ეტაპის შემდეგ A და B ჯგუფების სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა ექვსგუნდიანი ჯგუფი შექმნა. პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები ყველას შეუნარჩუნდა.მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ექვსი ნაკრებიდან მხოლოდ სამი გადის, შესაბამისად, დარჩენილ ექვს შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ესპანეთი ჯგუფის ფავორიტია, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262407394_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_906060eabc228ec5c0435d382bbf5bde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, სპორტი
საქართველო, ახალი ამბები, სპორტი
კალათბურთი: საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონტენეგრო დაამარცხა
22:29 28.08.2026 (განახლებულია: 09:09 29.08.2026) მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე პირველ მატჩში მონტენეგრო 101:74 დაამარცხა.
ამ მოგებას კატარისკენ მიმავალ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს უკვე ოთხი მოგება აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს მონტენეგროსთან იყოფს.
საქართველო პირველივე წუთებიდან შეხვედრის ფავორიტი იყო, რადგან ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა და შინ თამაშობდა. მონტენეგროელთა მთავარი ამოცანა საქართველოს ნაკრების ლიდერების შეჩერება იყო, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.
თამაშის საუკეთესო მოთამაშე გახდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. ბითაძემ - 23 ქულა, მამუკელაშვილმა - 17, რიდმა - 12, ხოლო ანდრონიკაშვილმა 9 ქულა მიითვალა.
საქართველო უპირატესობას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა. მონტენეგრო ჩამორჩენის შემცირებას ძირითადად სამქულიანებითა და შუა დისტანციიდან ჩაწოდებებით ცდილობდა, თუმცა მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს პორტუგალიასთან სტუმრად გამართავს.
პირველი ეტაპის შემდეგ A და B ჯგუფების სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა ექვსგუნდიანი ჯგუფი შექმნა. პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები ყველას შეუნარჩუნდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ექვსი ნაკრებიდან მხოლოდ სამი გადის, შესაბამისად, დარჩენილ ექვს შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ესპანეთი ჯგუფის ფავორიტია, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება.