წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში 214 სამოქალაქო გემს შეუტიეს - ზახაროვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშავი ზღვა
შავი ზღვა - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
რუსული მხარე აღნიშნავს, რომ კიევის რეჟიმი კვლავ სამხედრო საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოებს.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში დაარტყეს 214 სამოქალაქო გემს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„სულ წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ 214 სამოქალაქო გემს დაარტყეს“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმი აგრძელებს სამხედრო საფრთხეების შექმნას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის.
ასე მაგალითად, მანამდე აგვისტოში შავ ზღვაში დრონების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ხილისა და ბოსტნეულით დატვირთული თურქული გემი. დაიჭრა ეკიპაჟის ოთხი წევრი, რომელთაგან სამი თურქეთის მოქალაქე იყო.
ივლისში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში, კასპიის მილგამტარი კონსორციუმის ტერმინალთან ახლოს, ორ ტანკერს შეუტიეს.
ზახაროვამ ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ კიევის რეჟიმისთვის ალიანსის მიერ გადაცემული იარაღი მათ წინააღმდეგვე გამოიყენება. კერძოდ, მანამდე რუმინეთის F-16 გამანადგურებელმა რუმინეთის სანაპიროსთან უკრაინული საზღვაო დრონი ჩამოაგდო.
ყველა ახალი ამბავი
0