https://sputnik-georgia.com/20260827/saqartvelos-sagareo-uwyeba-kavsirze-vart-nepalsi-myof-saqartvelos-ramdenime-moqalaqestan-300328573.html
საგარეო უწყება: კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან
საგარეო უწყება: კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში გამანადგურებელი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 27.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-27T20:58+0400
2026-08-27T20:58+0400
2026-08-27T20:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_0:42:1498:885_1920x0_80_0_0_b88151a35c3e8af6a95e940c834135a6.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შესულა, აცადებენ უწყებაში.ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, კომუნიკაცია აქვთ შესაბამის უწყებებთან.„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში გამანადგურებელი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ მიმდინარე სამაშველო ოპერაციებს, ყველას, ვინც დაუღალავად მუშაობს დაზარალებულთა დასახმარებლად“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 390-ს მიაღწია, ნეპალში ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 900 ადამიანი, ტიბეტში - სულ ნმცირე 558 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაკარგულ უცოელ ტურისტებზე - ნეპალში დაკარგულია 178 ინდოელი ტურისტი, 65 ამერიკელი და 33 ბრიტანელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_7ce3fb2d290b5429c2389d94d7191495.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , სტიქიური მოვლენები
საგარეო უწყება: კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში გამანადგურებელი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეპალში, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია არ შესულა, აცადებენ უწყებაში.
ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, კომუნიკაცია აქვთ შესაბამის უწყებებთან.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში გამანადგურებელი წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ მიმდინარე სამაშველო ოპერაციებს, ყველას, ვინც დაუღალავად მუშაობს დაზარალებულთა დასახმარებლად“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 390-ს მიაღწია, ნეპალში ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 900 ადამიანი, ტიბეტში - სულ ნმცირე 558 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაკარგულ უცოელ ტურისტებზე - ნეპალში დაკარგულია 178 ინდოელი ტურისტი, 65 ამერიკელი და 33 ბრიტანელი.