საქართველოს პარლამენტი მუშაობას მომავალ კვირას დაუბრუნდება

© Courtesy of Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
საშემოდგომო სესია მთავრობის სტრუქტურის რეფორმით დაიწყება და გაგრძელდება რამდენიმე აქტუალურ თემაზე მუშაობით - ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების შეურაცხყოფისგან დაცვიდან დაწყებული მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით დამთავრებული.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია, ქვეყნის პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სამშაბათს, 1 სექტემბერს გაიხსნება და 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება უნდა წარედგინოს.
აღნიშნული პროექტი მთავრობაში დაგეგმილ მორიგ სტრუქტურულ ცვლილებას შეეხება. მთავრობის ინიციატივით, უქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ასევე, მთავრობის შემადგენლობაში ახალშექმნილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
ამასთან, მთავრობის შემადგენლობაში რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი იქმნება, რომელსაც პრემიერის გადაწყვეტილებით, მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
გარდა ამისა, პარლამენტში დაიწყება მუშაობა ცვლილებებზე, რომლებიც ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირების და ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფისგან დაცვას ისახავს მიზნად.
მუშაობის დაწყებისას, საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წინასწარ ვერსიას, რომელიც, დამუშავების შემდეგ, 2026 წლის დეკემბერში დამტკიცდება.
ყველა ახალი ამბავი
0