მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი ბრიტანეთს უკრაინულ დარტყმებზე საპასუხოდ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებით დაემუქრა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიწვრთნები
წვრთნები - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
მოსკოვმა მოუწოდა ლონდონს, უარი თქვას მტრულ მიდგომაზე, რამაც შეიძლება შექმნას უკრაინაში კონფლიქტის პრინციპულად ახალ დონეზე გადასვლის რისკი.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებზე რუსეთის პასუხი შესაძლოა გახდეს ბრიტანეთის სამხედრო ობიექტები უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა.
„ომის დანაშაულებში დამნაშავეები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაისჯებიან მათი ქმედებების შესაბამისად“, - განაცხადა დიპლომატმა.
ზახაროვამ მოუწოდა ბრიტანელ ხალხს, გააცნობიერონ ლონდონის პოლიტიკის სახიფათო შედეგები.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული გეგმები უკრაინაში მრავალეროვნული კონტინგენტის განთავსებასთან დაკავშირებით. სამხედროების გადასროლას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევისთანავე გეგმავენ.
გარდა ამისა, ჩატარდება წვრთნები, რამაც უნდა უზრუნველყოს კონტიგენტის მზადყოფნა უკრაინაში გადასროლისთვის.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს აქვს ინფორმაცია ლონდონის მიერ კიევისთვის ტექნოლოგიური მონაცემების გადაცემის შესახებ, რომლებიც აუცილებელია უკრაინულ საწარმოებში Storm Shadow ფრთოსანი რაკეტების შესაძლო წარმოებისთვის.
„ბრიტანულმა მხარემ არა მხოლოდ მაღალი სიზუსტის შეიარაღება გადასცა, არამედ კიევს ტექნოლოგიური მონაცემები მიაწოდა უკრაინულ საწარმოებში ფრთოსანი რაკეტების დამოუკიდებლად აწყობისთვის“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მოსკოვი მოუწოდებს ლონდონს, უარი თქვას მტრულ მიდგომაზე, რამაც შეიძლება შექმნას უკრაინაში კონფლიქტის ფუნდამენტურად ახალ დონეზე გადასვლის რისკი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტექნოლოგიების გადაცემის მსგავსი ნაბიჯი დააანონსა, მაგრამ მისი განხორციელება ვერ მოასწრო.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, კიევისთვის სარაკეტო მონაცემების გადაცემით, ლონდონსა და პარიზს დარტყმებზე პასუხისმგებლობის არიდება სურთ.
დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ერთ ნაბიჯშია იმისგან, რომ ოფიციალურად გახდეს უკრაინის კონფლიქტის თანამონაწილე. მისი თქმით, ბერნემის ხელმძღვანელობით ახალ კაბინეტს ჰქონდა შანსი ყველაფერი ნულიდან დაეწყო, მაგრამ უკრაინული კრიზისის შემდგომი გაღვივების გზა აირჩია.
ბრიტანული მედია ამით აშინებს მოსახლეობას, რუსეთს მტრად წარმოაჩენს და არ საუბრობს ლონდონის მიერ იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდებაზე კიევის რეჟიმისთვის, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.
„ბრიტანულ მხარეს არსებითად ერთი ნაბიჯი აშორებს იმას, რომ აგრესიის დე-ფაქტო თანამონაწილე გახდეს. ხოლო შესაბამისი შედეგები ამას აუცილებლად მოჰყვება“, - თქვა ზახაროვამ.
ყველა ახალი ამბავი
0