https://sputnik-georgia.com/20260827/ratom-wavida-politikad-mdinaraze-300323823.html
რატომ მიდის მდინარაძე პოლიტიკიდან - ყოფილი მინისტრის განცხადება
რატომ მიდის მდინარაძე პოლიტიკიდან - ყოფილი მინისტრის განცხადება
Sputnik საქართველო
მდინარაძემ კატეგორიულად უარყო, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილის წერილს უკავშირდება. 27.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-27T17:04+0400
2026-08-27T17:04+0400
2026-08-27T17:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832496_0:0:1852:1043_1920x0_80_0_0_376a37ca1774ba3364ca8e7edd48a93b.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ტოვებს რეგიონული პოლიტიკის მინისტრის თანამდებობას და მიდის პოლიტიკიდან, განაცხადა მან ბრიფინგზე.მამუკა მდინარაძეს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე წერილი. ერთ-ერთ მათგანში ღარიბაშვილმა ახსენა გზავნილი, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის ივლისში მიიღო მდინარაძისგან, რომელსაც მმართველ პარტიაში გავლენიანი თანამდებობა ეკავა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი პოლიტიკაში დაბრუნება. თავად მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს 10 წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მუშაობა დიდი ბედნიერება იყო.„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს და ლიდერს ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე,“ - განაცხადა მდინარაძემ.მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს და აღნიშნა, რომ სურს „ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოს“.მდინარაძემ ასევე კატეგორიულად უარყო, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს უკავშირდება. მისი თქმით, ის, სავარაუდოდ, ბიზნესით დაკავდება.„თუ როდისმე დავბრუნდი, რასაც მართლა არ ვფიქრობ, ეს რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე იქნება, რომ გუნდს შეიძლება ძალიან დასჭირდე“, - აღნიშნა მდინარაძემ.მამუკა მდინარაძის შესახებგანათლებით იურისტმა მამუკა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. ადვოკატის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 2007-დან 2014 წლამდე პერიოდში იყო „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შემდეგ მან დააფუძნა საკუთარი კომპანია – „მდინარაძე და პარტნიორები“.2016 წელს მდინარაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა: 2025 წლის სექტემბრამდე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მდინარაძე ამ უწყების შექმნის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს დაინიშნა.30 ივლისს მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832496_172:0:1729:1168_1920x0_80_0_0_324ab3cddf8f68ebd292f8bb22160a03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
რატომ მიდის მდინარაძე პოლიტიკიდან - ყოფილი მინისტრის განცხადება
მდინარაძემ კატეგორიულად უარყო, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ირაკლი ღარიბაშვილის წერილს უკავშირდება.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ტოვებს რეგიონული პოლიტიკის მინისტრის თანამდებობას და მიდის პოლიტიკიდან, განაცხადა მან ბრიფინგზე.
მამუკა მდინარაძეს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე წერილი. ერთ-ერთ მათგანში ღარიბაშვილმა ახსენა გზავნილი, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის ივლისში მიიღო მდინარაძისგან, რომელსაც მმართველ პარტიაში გავლენიანი თანამდებობა ეკავა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი პოლიტიკაში დაბრუნება. თავად მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო, ჩემთვის ეს 10 წელი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების ათი წელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მუშაობა დიდი ბედნიერება იყო.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს და ლიდერს ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს და აღნიშნა, რომ სურს „ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციოს“.
„მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში თუ პოლიტიკაში ბოლომდე ხარ ჩართული და პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მე მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე კატეგორიულად უარყო, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს უკავშირდება. მისი თქმით, ის, სავარაუდოდ, ბიზნესით დაკავდება.
„თუ როდისმე დავბრუნდი, რასაც მართლა არ ვფიქრობ, ეს რაღაც აუცილებლობიდან გამომდინარე იქნება, რომ გუნდს შეიძლება ძალიან დასჭირდე“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის შესახებ
განათლებით იურისტმა მამუკა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. ადვოკატის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 2007-დან 2014 წლამდე პერიოდში იყო „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შემდეგ მან დააფუძნა საკუთარი კომპანია – „მდინარაძე და პარტნიორები“.
2016 წელს მდინარაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა: 2025 წლის სექტემბრამდე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მდინარაძე ამ უწყების შექმნის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს დაინიშნა.
30 ივლისს მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.