ორმაგი მკვლელობა მუხრანში: ბოროტმოქმედებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ

© photo: Sputnik / Andrei Starostinსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებებმა ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 24 იანვარს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე პირი ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებებმა ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად ორი პირის მიმართ ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ და „ბ” ქვეპუნქტებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება ჯგუფურად, ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინათ.
ყველა ახალი ამბავი
0