https://sputnik-georgia.com/20260827/mebajeebma-gansakutrebit-didi-odenobit-uaqcizo-sigareti-gamoavlines-300325147.html
მებაჟეებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს
მებაჟეებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უაქციზო პროდუქცია საქართველოს გავლით ჩეხეთში მიჰქონდათ. 27.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-27T18:22+0400
2026-08-27T18:22+0400
2026-08-27T18:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248971213_0:45:1759:1034_1920x0_80_0_0_1f1265efc9f17ed762805db9ab457a5b.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.უწყების ცნობით, რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.„უფლებამოსილი პირების მიერ, პალეტებზე განთავსებული ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 202 176 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის NZ, MINSK და Queen Menthol“, - აღნიშულია ინფორმაციაში.აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 1.132.185 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248971213_160:0:1600:1080_1920x0_80_0_0_1930409aada425db3e56067c6a3b1cea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
მებაჟეებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს
უაქციზო პროდუქცია საქართველოს გავლით ჩეხეთში მიჰქონდათ.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.
მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.
„სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო ორი სახეობის სპორტული მოედნების ზედაპირებისთვის განკუთვნილი კაუჩუკის საფარი ფილებით და საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.
„უფლებამოსილი პირების მიერ, პალეტებზე განთავსებული ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 202 176 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის NZ, MINSK და Queen Menthol“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 1.132.185 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.