ატმის მოსავლის აღება დასასრულს უახლოვდება: რამდენი გავიდა ექსპორტზე

© photo: Sputnikატმის მოსავლის აღება
ატმის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2026
გამოწერა
ქართული ატმის და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს ორი ქვეყანა - რუსეთი და სომხეთი.
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. 2026 წლის 1 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 25.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20,5 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი 1,24 აშშ დოლარია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს უტოლდება.
„ატმის მოსავლის კრეფა უკვე დასასრულს უახლოვდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. რამდენიმე დღე შეფერხება იყო ექსპორტის მიმართულებით, თუმცა კოორდინირებული მუშაობით ყველა გამოწვევა გადაიჭრა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
თავის მხრივ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში სამაცივრე მეურნეობების როლსა და სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სწორედ ეს შესაძლებლობები დაეხმარა ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებასა და რეალიზებაში. სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება აქტიურად გრძელდება და მომავალშიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული შედეგზე და დარგში მოღვაწე ფერმერების საჭიროებებზე“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
ქართული ატმის ძირითადი საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს ორი ქვეყანა - რუსეთი და სომხეთი.
2025 წელს საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 25,8 ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. ექსპორტის საერთო ღირებულებამ 32 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2024 წელს - 25 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 28%-ით).
ყველა ახალი ამბავი
0