https://sputnik-georgia.com/20260826/saqartvelos-premier-ministri-ass-is-elcis-movaleobis-semsrulebebs-sexvda-300309660.html
სუფთა ფურცლიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
სუფთა ფურცლიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
Sputnik საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს. 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T17:23+0400
2026-08-26T17:23+0400
2026-08-26T17:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1a/300306619_0:113:2049:1265_1920x0_80_0_0_d0e9c17ab1cb5c7a5b652aa28319b651.jpg
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.ემი დიაზი 2026 წლის ივლისიდან ასრულებს აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას საქართველოში. იგი არის 20-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ადრე მუშაობდა თბილისში და ამერიკის საელჩოს შიდა პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.საქართველოში დანიშვნამდე დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იკავებდა კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის მართვის სტიპენდიანტთა (Presidential Management Fellows) პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატი გახდა.დიაზმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ჩაანაცვლა. პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა. რაც შეეხება ყოფილ ელჩს, რობინ დანიგანმა საქართველოში მისია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე, 2025 წლის 5 ივლისს დაასრულა. დიპლომატის თქმით, მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირადი იყო და არ უკავშირდებოდა გაწვევის მოთხოვნას.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1a/300306619_105:0:1942:1378_1920x0_80_0_0_6844ecd76f0a63f4a8d9f68dc225511f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სუფთა ფურცლიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ემი დიაზს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს.
„პრემიერმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენისთვის, რომელიც ორმხრივ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება“, - აღნიშულია ინფორმაციაში
ემი დიაზი 2026 წლის ივლისიდან ასრულებს აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას საქართველოში. იგი არის 20-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ადრე მუშაობდა თბილისში და ამერიკის საელჩოს შიდა პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
საქართველოში დანიშვნამდე დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).
გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იკავებდა კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა).
დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის მართვის სტიპენდიანტთა (Presidential Management Fellows) პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატი გახდა.
დიაზმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ჩაანაცვლა. პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა. რაც შეეხება ყოფილ ელჩს, რობინ დანიგანმა საქართველოში მისია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე, 2025 წლის 5 ივლისს დაასრულა. დიპლომატის თქმით, მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირადი იყო და არ უკავშირდებოდა გაწვევის მოთხოვნას.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.