მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან

© photo: Sputnik / Пресс-служба Минобороны РФ / გადასვლა მედიაბანკშიტყვეთა გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის
ტყვეთა გაცვლა უკრაინასა და რუსეთს შორის - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2026
გამოწერა
რუსული და უკრაინული მხარეები აგრძელებენ დაკარგული ჯარისკაცების ძებნას და სიებს ცვლიან, განაცხადა რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებში.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. მოსკოვი და კიევი უახლოეს მომავალში სამხედრო ტყვეების კიდევ ერთ მასშტაბურ გაცვლას ამზადებენ, იტყობინება RIA Novosti რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარ იანა ლანტრატოვაზე დაყრდნობით.
„გასულ კვირას იყო გაცვლა 103 103-ზე... ჩვენ ვემზადებით სხვა გაცვლისთვისაც, იმედია ეს მალე მოხდება“, - განაცხადა ლანტრატოვამ.
მისი თქმით, რუსული და უკრაინული მხარეები აგრძელებენ დაკარგული ჯარისკაცების ძებნას და სიებს ცვლიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ მოხდა გაცვლა „ათი ათზე“. ეს ჰუმანიტარული აქცია უკრაინასა და ბელარუსის საზღვარზე 24 აგვისტოს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0