https://sputnik-georgia.com/20260826/ruseti-cia--300353948.html
მოსაზრება: რისთვის ჩაფრინდა მოსკოვში CIA-ს დირექტორი?
მოსაზრება: რისთვის ჩაფრინდა მოსკოვში CIA-ს დირექტორი?
Sputnik საქართველო
CIA-ს დირექტორის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში სრულიად შემთხვევით არ დაემთხვა ვატიკანის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს. დასავლეთმა აშკარად იგრძნო ჯოჯოხეთური ტაფის სიცხე... 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T15:48+0400
2026-08-26T15:48+0400
2026-08-30T08:49+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1a/300313138_0:10:3008:1702_1920x0_80_0_0_90aa811a40f79010e0364b243309f9e9.jpg
CIA-ს დირექტორის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში სრულიად შემთხვევით არ დაემთხვა ვატიკანის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს. დასავლეთმა აშკარად იგრძნო ჯოჯოხეთური ტაფის სიცხე და აფორიაქდა. უკრაინის კონფლიქტი ესკალაციის იმ დონეზე გადავიდა, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ემუქრება მის ავტორ-ინიციატორებს — აშშ-სა და ნატოს. ირანთან „პარალელურმა“ ომმა პენტაგონის უძლურება და ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეების უსარგებლობა გამოავლინა.CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, იშვიათი და დაუგეგმავი, რვასაათიანი ვიზიტი მოსკოვში 25 აგვისტოს აშშ-ის დიდ პრობლემებზე მიუთითებს ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ასევე თავად დონალდ ტრამპის პრობლემებზე (ოჯახის მიმართ მუქარა). რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ CIA-ს ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტი სპეცსამსახურების კონტაქტებს უკავშირდებოდა. და მაინც, ასეთი კონტაქტები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სანქციის გარეშე შეუძლებელია. ამერიკული Boeing C-17A Globemaster III-ის ვნუკოვოში დაშვება მრავალმნიშვნელოვანი მოვლენაა.სპეცსამსახურების ურთიერთქმედება — მოსახერხებელი ფორმატია ომისა და მშვიდობის, უკრაინის ბედის, ბირთვული „ბურევესტნიკის“ გამოცდების, ნატოს ქვეყნებში რუსეთის შეიარაღებული ძალების საპასუხო ოპერაციების თავიდან აცილების შესახებ მოლაპარაკებებში კონფიდენციალური ინფორმაციის შესანარჩუნებლად, რომლებითაც დასავლეთის რიგით მოსახლეობას დაუსაბუთებლად აშინებენ. პლანეტის სხვადასხვა რეგიონში რუსეთის გავლენისა და შეიარაღებულ კონფლიქტებში CIA-ს ჩართულობის გათვალისწინებით, რეტკლიფს მოსკოვში შეეძლო განეხილა უკრაინაში მშვიდობის პირობები, ირანის საკითხში ჩიხიდან გამოსვლა, უსაფრთხოების ბალანსი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.CIA-ს დირექტორის წინა ვიზიტი მოსკოვში (უილიამ ბერნსის) 2021 წლის ნოემბერში იყო რუსეთის გაფრთხილების მცდელობა უკრაინაში რაიმე შეტევითი ოპერაციის განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ. აქ გასათვალისწინებელია, რომ რეტკლიფს აშშ-ის პოლიტიკურ იერარქიაში განსაკუთრებული სტატუსი აქვს. ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორია, დონალდ ტრამპის ერთგული თანამებრძოლი, რომელმაც Russiagate-ის შესახებ ფეიკი გამოააშკარავა. როგორც ჩანს, დადგა დრო ტრამპისა და პუტინის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ზედმეტი (მეორეხარისხოვანი) შუამავლების გარეშე.CIA-ს დირექტორთან ერთად, მოსკოვში სრულიად შემთხვევით არ აღმოჩნდა ვატიკანის სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო საკითხებში პოლ რიჩარდ გალაჰერი. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას მაღალი დონეის შეფასება მისცა. განაცხადა „ნაპოვნი შეხების წერტილების“ შესახებ და წმინდა საყდრის მზადყოფნაზე, უზრუნველყოს „მშვიდობის მისაღწევი ინსტრუმენტები“. უცნობია, რა წინადადებები გადაეცა რუსეთის ხელმძღვანელობას CIA-სა და ვატიკანის არხებით. თუმცა, 25 აგვისტოს კრემლმა გამორიცხა დონბასში ბუფერული ზონის შექმნისა და რუსეთის რეგიონების უცხოური მართვის შესაძლებლობა. ლავროვმა მანამდე გაიხსენა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონა მხოლოდ დონბასით არ შემოიფარგლება: „ახლა გეოგრაფია სხვაგვარია. ეს სულაც არ არის მხოლოდ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა. ეს არის ასევე ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი და კიდევ მთელი რიგი სხვა ტერიტორიები, და ეს პროცესი გრძელდება... თანმიმდევრულად და შეუპოვრად“.გამოცანას წარმოადგენს თვითმფრინავის არჩევანი CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტისთვის. მეორადი სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A Globemaster III, რომლის ტვირთამწეობა 78 ტონამდეა, შეუძლია, გადაიყვანოს 100-ზე მეტი მედესანტე, დიდი რაოდენობით აღჭურვილობა ან Abrams-ის ტანკი. ასეთ „ბოინგებს“ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები დიპლომატიური და სამთავრობო გადაყვანებისთვის იყენებენ. მათში მოწყობილია „მშვიდი ადგილი“ საქმის საწარმოებლად. რას ნიშნავს თუნდაც ენდრიუსის ავიაბაზიდან (აშშ) რიგაში 7000 კილომეტრის ფრენა 800 კმ/სთ საკრუიზო სიჩქარით (მაგალითად, ბიზნეს-ჯეტი Gulfstream G800 1150 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს). სამიზნე ტვირთის საიდუმლოება კვლავ რჩება. C-17A-ის განსაკუთრებული საიმედოობისა და დაცულობის „ლეგენდა“ არადამაჯერებელია.გაზეთმა The Washington Post-მა დაწერა, რომ ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში სხვა მაღალჩინოსანი ამერიკელი მოხელეებიც იმყოფებოდნენ. და აღნიშნა, რომ CIA-ს, პენტაგონისა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. WP-ის მასალაში თვალშისაცემია ახლო აღმოსავლეთის თემა: „ორი ზესახელმწიფო ირანის კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს იმყოფება. ირანი მოსკოვის უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი კი თეირანს რეგიონში ამერიკული სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის“. უკრაინის საომარ თეატრზეც ვითარება ანალოგიურია.დონალდ ტრამპის ირანთან კონფლიქტიდან გამოსვლა იოლი არ იქნება. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა იცის ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენები სამწუთიანი ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის, 20 წლის ბარონ ტრამპის მკვლელობის მიზნით შეთქმულება (მკვლელობისთვის ჯილდო — 10 მილიონი დოლარი) განიხილება. მრავალპოლარულ სამყაროში „მონადირეები“ „ნადავლად“ იქცევიან.ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ჯონ რეტკლიფის ვიზიტის სავარაუდო მიზეზებია უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის აუცილებლობა. ასევე „ევროპელი ოფიციალური პირების გაფრთხილება პუტინის გეგმების შესახებ, თავს დაესხას ნატოს წევრ ქვეყანას“. თუმცა, ეს უკანასკნელი ვარაუდი მაინც ვერ ხსნის მოსკოვში ვიზიტის მიზეზს.The New York Times მიიჩნევს, რომ CIA რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობს რუსულ ციხეებში მყოფი ამერიკელების გასათავისუფლებლად.კიევური გამოცემა Ukraine Context მრავალმნიშვნელოვნად დუმს დეტალებზე: „უკრაინული მხარე ინფორმირებულია ზოგიერთი ასპექტისა და საკითხის შესახებ, რომლებიც მოსკოვში არასაჯარო მოლაპარაკებებზე განიხილებოდა... ამერიკულ და რუსულ ოფიციალურ პირებს შორის. საუბარია მნიშვნელოვან ოპერაციაზე, რომლისთვის მზადება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩუმად მიმდინარეობდა“.ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი სკოტ რიტერი დარწმუნებულია, რომ რეტკლიფის მოსკოვში გამოჩენა სამშვიდობო პროცესის განვითარებას ნიშნავს. აშშ-სა და ნატოს ომი წაგებულია და მნიშვნელოვანია „სახის შენარჩუნებით“ გამოსვლა. ეს მიმდინარე მოვლენების ყველაზე ობიექტური შეფასებაა (მათ შორის, CIA-ს დირექტორის ვნუკოვოს აეროპორტში საიდუმლო დაშვების).რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1a/300313138_167:0:2842:2006_1920x0_80_0_0_c6088f01621b7356930f5d75e39221b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
CIA-ს დირექტორის საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში სრულიად შემთხვევით არ დაემთხვა ვატიკანის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს. დასავლეთმა აშკარად იგრძნო ჯოჯოხეთური ტაფის სიცხე და აფორიაქდა. უკრაინის კონფლიქტი ესკალაციის იმ დონეზე გადავიდა, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ემუქრება მის ავტორ-ინიციატორებს — აშშ-სა და ნატოს. ირანთან „პარალელურმა“ ომმა პენტაგონის უძლურება და ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეების უსარგებლობა გამოავლინა.
CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, იშვიათი და დაუგეგმავი, რვასაათიანი ვიზიტი მოსკოვში 25 აგვისტოს აშშ-ის დიდ პრობლემებზე მიუთითებს ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ასევე თავად დონალდ ტრამპის პრობლემებზე (ოჯახის მიმართ მუქარა). რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ CIA-ს ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტი სპეცსამსახურების კონტაქტებს უკავშირდებოდა. და მაინც, ასეთი კონტაქტები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სანქციის გარეშე შეუძლებელია. ამერიკული Boeing C-17A Globemaster III-ის ვნუკოვოში დაშვება მრავალმნიშვნელოვანი მოვლენაა.
სპეცსამსახურების ურთიერთქმედება — მოსახერხებელი ფორმატია ომისა და მშვიდობის, უკრაინის ბედის, ბირთვული „ბურევესტნიკის“ გამოცდების, ნატოს ქვეყნებში რუსეთის შეიარაღებული ძალების საპასუხო ოპერაციების თავიდან აცილების შესახებ მოლაპარაკებებში კონფიდენციალური ინფორმაციის შესანარჩუნებლად, რომლებითაც დასავლეთის რიგით მოსახლეობას დაუსაბუთებლად აშინებენ. პლანეტის სხვადასხვა რეგიონში რუსეთის გავლენისა და შეიარაღებულ კონფლიქტებში CIA-ს ჩართულობის გათვალისწინებით, რეტკლიფს მოსკოვში შეეძლო განეხილა უკრაინაში მშვიდობის პირობები, ირანის საკითხში ჩიხიდან გამოსვლა, უსაფრთხოების ბალანსი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
CIA-ს დირექტორის წინა ვიზიტი მოსკოვში (უილიამ ბერნსის) 2021 წლის ნოემბერში იყო რუსეთის გაფრთხილების მცდელობა უკრაინაში რაიმე შეტევითი ოპერაციის განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ. აქ გასათვალისწინებელია, რომ რეტკლიფს აშშ-ის პოლიტიკურ იერარქიაში განსაკუთრებული სტატუსი აქვს. ის ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორია, დონალდ ტრამპის ერთგული თანამებრძოლი, რომელმაც Russiagate-ის შესახებ ფეიკი გამოააშკარავა. როგორც ჩანს, დადგა დრო ტრამპისა და პუტინის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის ზედმეტი (მეორეხარისხოვანი) შუამავლების გარეშე.
CIA-ს დირექტორთან ერთად, მოსკოვში სრულიად შემთხვევით არ აღმოჩნდა ვატიკანის სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო საკითხებში პოლ რიჩარდ გალაჰერი. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას მაღალი დონეის შეფასება მისცა. განაცხადა „ნაპოვნი შეხების წერტილების“ შესახებ და წმინდა საყდრის მზადყოფნაზე, უზრუნველყოს „მშვიდობის მისაღწევი ინსტრუმენტები“.
უცნობია, რა წინადადებები გადაეცა რუსეთის ხელმძღვანელობას CIA-სა და ვატიკანის არხებით. თუმცა, 25 აგვისტოს კრემლმა გამორიცხა დონბასში ბუფერული ზონის შექმნისა და რუსეთის რეგიონების უცხოური მართვის შესაძლებლობა. ლავროვმა მანამდე გაიხსენა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონა მხოლოდ დონბასით არ შემოიფარგლება: „ახლა გეოგრაფია სხვაგვარია. ეს სულაც არ არის მხოლოდ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა. ეს არის ასევე ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი და კიდევ მთელი რიგი სხვა ტერიტორიები, და ეს პროცესი გრძელდება... თანმიმდევრულად და შეუპოვრად“.
გამოცანას წარმოადგენს თვითმფრინავის არჩევანი CIA-ს დირექტორის მოსკოვში ვიზიტისთვის. მეორადი სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A Globemaster III, რომლის ტვირთამწეობა 78 ტონამდეა, შეუძლია, გადაიყვანოს 100-ზე მეტი მედესანტე, დიდი რაოდენობით აღჭურვილობა ან Abrams-ის ტანკი.
ასეთ „ბოინგებს“ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები დიპლომატიური და სამთავრობო გადაყვანებისთვის იყენებენ. მათში მოწყობილია „მშვიდი ადგილი“ საქმის საწარმოებლად. რას ნიშნავს თუნდაც ენდრიუსის ავიაბაზიდან (აშშ) რიგაში 7000 კილომეტრის ფრენა 800 კმ/სთ საკრუიზო სიჩქარით (მაგალითად, ბიზნეს-ჯეტი Gulfstream G800 1150 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს). სამიზნე ტვირთის საიდუმლოება კვლავ რჩება. C-17A-ის განსაკუთრებული საიმედოობისა და დაცულობის „ლეგენდა“ არადამაჯერებელია.
გაზეთმა The Washington Post-მა დაწერა, რომ ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში სხვა მაღალჩინოსანი ამერიკელი მოხელეებიც იმყოფებოდნენ. და აღნიშნა, რომ CIA-ს, პენტაგონისა და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. WP-ის მასალაში თვალშისაცემია ახლო აღმოსავლეთის თემა: „ორი ზესახელმწიფო ირანის კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს იმყოფება. ირანი მოსკოვის უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი კი თეირანს რეგიონში ამერიკული სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის“. უკრაინის საომარ თეატრზეც ვითარება ანალოგიურია.
დონალდ ტრამპის ირანთან კონფლიქტიდან გამოსვლა იოლი არ იქნება. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა იცის ირანის სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენები სამწუთიანი ვიდეოჩანაწერის შესახებ, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის, 20 წლის ბარონ ტრამპის მკვლელობის მიზნით შეთქმულება (მკვლელობისთვის ჯილდო — 10 მილიონი დოლარი) განიხილება. მრავალპოლარულ სამყაროში „მონადირეები“ „ნადავლად“ იქცევიან.
ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ჯონ რეტკლიფის ვიზიტის სავარაუდო მიზეზებია უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის აუცილებლობა. ასევე „ევროპელი ოფიციალური პირების გაფრთხილება პუტინის გეგმების შესახებ, თავს დაესხას ნატოს წევრ ქვეყანას“. თუმცა, ეს უკანასკნელი ვარაუდი მაინც ვერ ხსნის მოსკოვში ვიზიტის მიზეზს.
The New York Times მიიჩნევს, რომ CIA რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობს რუსულ ციხეებში მყოფი ამერიკელების გასათავისუფლებლად.
კიევური გამოცემა Ukraine Context მრავალმნიშვნელოვნად დუმს დეტალებზე: „უკრაინული მხარე ინფორმირებულია ზოგიერთი ასპექტისა და საკითხის შესახებ, რომლებიც მოსკოვში არასაჯარო მოლაპარაკებებზე განიხილებოდა... ამერიკულ და რუსულ ოფიციალურ პირებს შორის. საუბარია მნიშვნელოვან ოპერაციაზე, რომლისთვის მზადება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩუმად მიმდინარეობდა“.
ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი სკოტ რიტერი დარწმუნებულია, რომ რეტკლიფის მოსკოვში გამოჩენა სამშვიდობო პროცესის განვითარებას ნიშნავს. აშშ-სა და ნატოს ომი წაგებულია და მნიშვნელოვანია „სახის შენარჩუნებით“ გამოსვლა. ეს მიმდინარე მოვლენების ყველაზე ობიექტური შეფასებაა (მათ შორის, CIA-ს დირექტორის ვნუკოვოს აეროპორტში საიდუმლო დაშვების).
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!