მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნეპალში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად ასობით ტურისტია დაკარგული

© AFP 2024 / Manish PAUDELმოსახლეობის ევაკუაცია წყალდიდობის დროს ნეპალში
მოსახლეობის ევაკუაცია წყალდიდობის დროს ნეპალში - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2026
გამოწერა
წყალდიდობა უპრეცედენტოა და უკვე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია, აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. ნეპალში 26 აგვისტოს დილით მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შემდეგ თითქმის 300 უცხოელი ტურისტი დაკარგულად ითვლება, იტყობინება ქვეყნის ტურიზმის დეპარტამენტი.
კერძოდ, დაკარგულად ითვლება 384 მოგზაური, მათ შორის 291 უცხოელი.
„წინასწარი მონაცემების თანახმად, დაზარალებულ რაიონებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 384 ტურისტი, მათ შორის 291 უცხოელი და 93 ნეპალელი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნეპალის ჩრდილოეთით, მდინარე ბჰოტე-კოშის კალაპოტმა წყლის უზარმაზარი მასა ვერ დატია და გზაზე ყველაფერი წალეკა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობა უპრეცედენტოა და უკვე მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. სტიქიამ დაანგრია სახლები, გზები და ხიდები. ბევრ დასახლებასთან კავშირი გაწყდა.
სტიქიის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულ რაიონებთან კავშირის არარსებობის გამო, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
წყლის დონის უეცარი მატების შესაძლო მიზეზად ასევე მყინვარული ტბის გარღვევა სახელდება. ექსპერტები სტიქიური უბედურების ნამდვილი მიზეზის გარკვევას აგრძელებენ. სტიქიის გამო, ხელისუფლებამ დინების მიმართულებით მდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვის განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0