https://sputnik-georgia.com/20260826/moiziet-informacia-kompaniis-sesaxeb-raze-afrtxilebs-sebi-mosaxleobas-300309500.html
მაღალია თანხის დაკარგვის რისკი: რაზე აფრთხილებს სები მოსახლეობას
მაღალია თანხის დაკარგვის რისკი: რაზე აფრთხილებს სები მოსახლეობას
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გააქტიურებული კამპანიების შესახებ აფრთხილებს, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების... 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T16:50+0400
2026-08-26T16:50+0400
2026-08-26T16:50+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გააქტიურებულ ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშული, სოციალურ ქსელებში გააქტიურებულია კამპანიები, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება.ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი მოქალაქეებს საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს წინასწარ შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკები.„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.მისივე თქმით, სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა, დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ“, - აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მონაწილემ არ იცის სქემის ფუნქციონირების რომელ ეტაპზე უერთდება მას, ხოლო დაშლის კონკრეტული მომენტის წინასწარ განჭვრეტა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, დიდია მომხმარებლების მიერ თანხის დაკარგვის რისკი.სებ-ის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სქემები დიდწილად მოგების სწრაფად მიღების სურვილს ეფუძნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მიმზიდველი საინვესტიციო შემოთავაზების შემთხვევაში მომხმარებელმა არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ მოიძიოს დეტალური ინფორმაცია და გულდასმით აწონ-დაწონოს შესაძლო რისკები.„მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე, მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი. მოიძიეთ ინფორმაცია სქემის მონაწილეების არამხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებლობის ისტორიებისა და ამის მიზეზების შესახებ”, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.მან ასევე დასძინა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ხვეწს და ავითარებს საკანონმდებლო ჩარჩოს, განსაკუთრებულ აქცენტს კი მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე აკეთებს. მისი განმარტებით, არსებული რეგულაციების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად მომხმარებელი იღებს, ამიტომ ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საინვესტიციო შემოთავაზებების განხილვისას მოიძიონ დეტალური ინფორმაცია, კარგად აწონ-დაწონონ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება
მაღალია თანხის დაკარგვის რისკი: რაზე აფრთხილებს სები მოსახლეობას
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გააქტიურებული კამპანიების შესახებ აფრთხილებს, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გააქტიურებულ ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშული, სოციალურ ქსელებში გააქტიურებულია კამპანიები, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხების გამომუშავების შეთავაზებას უკავშირდება.
ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გზირიშვილი მოქალაქეებს საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს წინასწარ შეაფასონ თანხის დაკარგვის რისკები.
„მსგავსი ტიპის საქმიანობა შესაძლოა წარმოადგენდეს „ფინანსური პირამიდის“ კლასიკურ მოდელს, რომლის მთავარი მიზანია არა თანხის ბიზნეს საქმიანობაში ან მომგებიან აქტივებში დაბანდება, არამედ სქემაში ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების მოზიდვა, რადგან სწორედ ამ თანხით ხდება სქემის მონაწილეებისთვის თითქოსდა ბიზნეს საქმიანობიდან, ამ შემთხვევაში კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან, მიღებული მოგების გადახდა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება სქემაში, მით უფრო იზრდება მისი სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
მისივე თქმით, სქემის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე, სანამ ადამიანები აქტიურად წევრიანდებიან, კამპანია საკმაოდ წარმატებულადაც კი შეიძლება ჩანდეს და მონაწილეებმა გარკვეული თანხაც მიიღონ. თუმცა, დროის გარკვეულ მომენტში, როდესაც ახალი წევრებისა და დამატებითი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი ხდება, კომპანია ვეღარ ასრულებს მონაწილეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს და სქემა აუცილებლად იშლება. ასეთ დროს მონაწილეებს საკუთარი სახსრების გატანაზე ხშირად ტექნიკური მიზეზით ეუბნებიან უარს, ზოგჯერ კი ინვესტიციის დაბრუნების სანაცვლოდ დამატებით თანხასაც სთხოვენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ“, - აღნიშნა ლაშა გზირიშვილმა.
მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც მონაწილემ არ იცის სქემის ფუნქციონირების რომელ ეტაპზე უერთდება მას, ხოლო დაშლის კონკრეტული მომენტის წინასწარ განჭვრეტა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, დიდია მომხმარებლების მიერ თანხის დაკარგვის რისკი.
სებ-ის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის თქმით, მსგავსი სქემები დიდწილად მოგების სწრაფად მიღების სურვილს ეფუძნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, მიმზიდველი საინვესტიციო შემოთავაზების შემთხვევაში მომხმარებელმა არ მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილება, არამედ მოიძიოს დეტალური ინფორმაცია და გულდასმით აწონ-დაწონოს შესაძლო რისკები.
„მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე, მისი გადამხდელუნარიანობის შესახებ. ასეთი კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს "საფინანსო", "საბროკერო", "საინვესტიციო", და ა.შ. რაც ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ეს კომპანია არის შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირებული ან/და ლიცენზირებული სუბიექტი. მოიძიეთ ინფორმაცია სქემის მონაწილეების არამხოლოდ წარმატების, არამედ წარუმატებლობის ისტორიებისა და ამის მიზეზების შესახებ”, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ხვეწს და ავითარებს საკანონმდებლო ჩარჩოს, განსაკუთრებულ აქცენტს კი მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე აკეთებს. მისი განმარტებით, არსებული რეგულაციების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თავად მომხმარებელი იღებს, ამიტომ ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, საინვესტიციო შემოთავაზებების განხილვისას მოიძიონ დეტალური ინფორმაცია, კარგად აწონ-დაწონონ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.