https://sputnik-georgia.com/20260826/mestiis-qorwinebis-saxlis-proeqti-300312165.html
მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა იაპონიის პრესტიჟულ კონკურსზე ჯილდო მოიპოვა
მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა იაპონიის პრესტიჟულ კონკურსზე ჯილდო მოიპოვა
Sputnik საქართველო
ქორწინების სახლის პროექტის არქიტექტურა თანამედროვე გადაწყვეტებისა და უნიკალური კულტურული ტრადიციების სინთეზია. 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T19:19+0400
2026-08-26T19:19+0400
2026-08-26T19:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
სვანეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1a/300309228_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_20c9abd743e6485b99258e789a5f8ace.jpg
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა - პროექტი ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე, Japan International Design Award-ზე დაჯილდოვდა, ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში – „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“ (Best Iconic Architecture Inspired by the Country's Historical Motifs).მესტიის უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და სვანურ არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან ორგანულად შერწყმული კონცეფცია საერთაშორისო ჟიურიმ გამორჩეულ ნამუშევრად აღიარა. დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე პრიზი იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილეს, ოთარ ჯაფარიძეს გადაეცა.მესტიის ქორწინების სახლისთვის ეს უკვე მეორე საერთაშორისო ჯილდოა. მანამდე პროექტმა იტალიაში Rome Design Award-ზე გაიმარჯვა.ქორწინების სახლის პროექტის არქიტექტურა თანამედროვე გადაწყვეტებისა და უნიკალური კულტურული ტრადიციების სინთეზია. შენობა კიდევ უფრო გაზრდის მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.ქორწინების რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს, რაც რეგიონში ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია მარტივი პროცედურაა. ცერემონიის გარეშე რეგისტრაციისთვის მხოლოდ განაცხადი და ორი მოწმეა საჭირო. რეგისტრაცია იმავე დღეს ხდება და ახალდაქორწინებულები ოფიციალურ ქორწინების მოწმობას იღებენ.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1a/300309228_56:0:1193:853_1920x0_80_0_0_16e8879f168d0498c3139f3a2073c4e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა იაპონიის პრესტიჟულ კონკურსზე ჯილდო მოიპოვა
ქორწინების სახლის პროექტის არქიტექტურა თანამედროვე გადაწყვეტებისა და უნიკალური კულტურული ტრადიციების სინთეზია.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. მესტიის ქორწინების სახლის პროექტმა კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა - პროექტი ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე, Japan International Design Award-ზე დაჯილდოვდა, ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში – „ქვეყნის ისტორიულ მოტივებზე შექმნილი საუკეთესო საკულტო არქიტექტურა“ (Best Iconic Architecture Inspired by the Country's Historical Motifs).
მესტიის უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და სვანურ არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან ორგანულად შერწყმული კონცეფცია საერთაშორისო ჟიურიმ გამორჩეულ ნამუშევრად აღიარა. დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე პრიზი იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილეს, ოთარ ჯაფარიძეს გადაეცა.
მესტიის ქორწინების სახლისთვის ეს უკვე მეორე საერთაშორისო ჯილდოა. მანამდე პროექტმა იტალიაში Rome Design Award-ზე გაიმარჯვა.
ქორწინების სახლის პროექტის არქიტექტურა თანამედროვე გადაწყვეტებისა და უნიკალური კულტურული ტრადიციების სინთეზია. შენობა კიდევ უფრო გაზრდის მესტიის, როგორც საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქორწინების რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს, რაც რეგიონში ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია მარტივი პროცედურაა. ცერემონიის გარეშე რეგისტრაციისთვის მხოლოდ განაცხადი და ორი მოწმეა საჭირო. რეგისტრაცია იმავე დღეს ხდება და ახალდაქორწინებულები ოფიციალურ ქორწინების მოწმობას იღებენ.