„შუა დერეფანი" და ახალი ბაზრები: ექსპერტები საქართველოს ეკონომიკის მომავალზე

გამოწერა
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" ორგანიზებით თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა„გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე".
ეკონომისტებმა, პოლიტოლოგებმა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა განიხილეს გლობალური ეკონომიკის ცვლილებები, საქართველოს განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ვაჭრობის ტრანსფორმაციის ფონზე ქვეყნისთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობები.
დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „შუა დერეფნის" განვითარება და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ეკონომიკის რეალური სექტორის, რეგიონების, სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებაზე. ცალკე განხილვის თემა იყო საქართველოს საგარეო ეკონომიკური სტრატეგია და ბალანსის ძიება სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან ურთიერთობებში.
„საქართველო რეგიონის მასშტაბით ნამდვილად ზრდის თავის როლსა და გავლენას, როგორც ეკონომიკური და სატრანსპორტო ცენტრი. ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებს არა მხოლოდ ლოკალური, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს. მათ შორის, სატრანსპორტო დერეფნები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და მონაწილეობა ენერგომატარებლების ტრანზიტში ჩვენი უახლოესი და არა მხოლოდ უახლოესი მეზობლების მხრიდან. ეს მიუთითებს ამ გავლენის ზრდაზე საერთაშორისო მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია ჩვენი სახელმწიფოს პარტნიორებთან მჭიდრო, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა იოსებ არჩვაძემ.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები საქართველოსთვის ერთდროულად ქმნის როგორც ახალ შესაძლებლობებს, ისე სერიოზულ რისკებს. მათი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარე გამოწვევებზე რეაგირება, არამედ საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკაში არსებული ცვლილებების გამოყენება ეკონომიკის განვითარების, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ახალი ბაზრების ძიებისთვის
ყველა ახალი ამბავი
0