17 წლის გოგონა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2026
გამოწერა
მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ავჭალის ხიდიდან 17 წლის გოგონა ვარდნის შედეგად დაიღუპა, იუწყება „ტვ პირველი“.
რაგედია წუხელ გვიან ღამით მოხდა.
ავჭალაში ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - კრიმინალისტები იმ ადგილს სწავლობენ.
მოზარდი სასწრაფო დახმარებამ "ვივა მედში" გადაიყვანა, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, 17 წლის მარიამი ადგილზე უკვე გარდაცვლილი იყო.
ოჯახი როგორც ხიდიდან ვარდნის, ისე მკვლელობის ვერსიას განიხილვას, თუმცა არ სჯერა, რომ 17 წლის გოგოს შეიძლება თავი მოეკლა, რადგან დეიდის ინფორმაციით, მარიამი სახლიდან საღამოს დაახლოებით 6 საათზე კარგ ხასიათზე გავიდა.
მომხდარზე გამოკითხულია 10-მდე პირი, მათ შორის გოგონას შეყვარებული, გამოძიებას ჩვენება ოჯახის წევრებმაც მისცეს.
სავარაუდოდ, პოლიციას ამოღებული და დალუქული უნდა ჰქონდეს მარიამის ტელეფონი. ოჯახს იმედი აქვს, რომ სწორედ ტელეფონში არსებული მიმოწერებიდან გაეცემა ბევრ კითხვას პასუხი.
მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0