შიდა ტურისტების რიცხვი გაიზარდა - სტატისტიკური მონაცემები

© Courtesy by Victor Lyagushkinძმუისის კანიონი
ძმუისის კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
2026 წლის მეორე კვარტალში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის აპრილ-ივნისში საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი 0,1%-ით გაიზარდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.365,3 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.699,1 ათასი ვიზიტი (1,1%-ით მეტი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 683,4 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 51–70 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,1% შეადგინეს. შემდეგ მოდიან 31-50 წლის მოქალაქეები (35,4%).
მოგზაურობის მთავარი მიმართულება იყო თბილისი (377,4 ათასი).
2026 წლის მეორე კვარტალში ყველაზე ხშირად იმოგზაურეს მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)

ვიზიტის მიზანი

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, %

ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან

894,4

52,6

შოპინგი

227,8

13,4

დასვენება და გართობა

179,9

10,6

მეორე სახლის მონახულება

158,3

9,3

მკურნალობა

146,3

8,6

პროფსაქმიანობა

38,1

2,2

სხვა

54,3

3,2

შიდა ტურისტების საშუალო თვიურმა ხარჯმა 300,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7,2%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 6%-ით და 177 ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებასა და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):

ხარჯის სახეობა

ხარჯი, მლნ ლარი

ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი

შოპინგი

102,6

60,4

ტრანსპორტი

64,5

38

საჭმელი და სასმელი

61,3

36,1

განთავსება

6,9

4,1

გართობა

1,7

1

სხვა

63,6

37,4

შიდა ტურისტებს შორის ქალები 56%-ს შეადგენენ.
ყველა ახალი ამბავი
0