სეს-მა გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა

© National Food Agency of Georgiaსესის სპეციალისტი შემოწმებას ატარებს
სესის სპეციალისტი შემოწმებას ატარებს - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
ბიზნესოპერატორი, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სოფელი მუღანლოში ინდივიდუალური მეწარმეის კუთვნილი სასაკლაო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შეამოწმეს.
"ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ მეწარმე ცხოველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა საქმიანობას.
"გამოვლენილი დარღვევებისთვის ბიზნესოპერატორი, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას.
სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.
ყველა ახალი ამბავი
0