რუსმა მოციგურავეებმა სპორტული მოქალაქეობა შეცვალეს: ისინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ

© Georgian Figure Skating Federationზლატა კამალოვა და დანილ პანოვი
ზლატა კამალოვა და დანილ პანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
გასულ სეზონზე წყვილმა რუსეთის გრან პრის იუნიორთა ეტაპზე ბრინჯაო მოიპოვა, იუნიორთა ჩემპიონატზე კი მეექვსე ადგილი დაიკავა.
რუსი მოციგურავეები ზლატა კამილოვა და დანილ პანოვი ამ სეზონიდან საქართველოს სახელით იასპარეზებენ, ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.
გასულ სეზონზე წყვილმა რუსეთის გრან პრის იუნიორთა ეტაპზე ბრინჯაო მოიპოვა, იუნიორთა ჩემპიონატზე კი მეექვსე ადგილი დაიკავა.
"გაიცანით ჩვენი ნაკრების ახალი წევრები - ზლატა კამალოვა და დანიილ პანოვი, ნაკრების ერთ-ერთი დამსახურებული მწვრთნელის, პაველ სლიუსარენკოს გუნდიდან. დანილი და ზლატა სპორტული წყვილების კატეგორიაში იასპარეზებენ, მათი დებიუტი ახალგაზრდათა გრან პრის ეტაპზე სულ მალე შედგება!" - ნათქვამია განცხადებაში.
სლიუსარენკო ადრე წვრთნიდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას. წყვილმა ქვეყანას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედალი მოუტანა - დიდი ხნის ნანატრი ვერცხლი.
როგორც რუსული მედია 23 აგვისტოს იტყობინებოდა, ბერულავა და მეტელკინა ოფიციალურად შეუერთდნენ მწვრთნელ ეთერი თუთბერიძის გუნდს.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ბოლო წლებში რამდენიმე ისტორიული შედეგი მოიპოვა, მათ შორის პირველი მედალი ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე. ნაკრების წევრთა უმეტესობა რუსეთში ვარჯიშობს.
მილანის ოლიმპიადის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ჯილდო გადაეცათ: ლუკა ბერულავას, ანასტასია მეტელკინას, ანასტასია გუბანოვას, ნიკა ეგაძეს, ბერულავას და მეტელკინას პირად მწვრთნელ პაველ სლიუსარენკოს, ნიკა ეგაძის პირად მწვრთნელ ეთერი თუთბერიძეს, ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანს და საერთაშორისო ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს სალომე ჩიგოგიძეს.
ყველა ახალი ამბავი
0